ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება

access_time2017-11-07 14:38:30

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობა დააანონსა. პროექტის ფინანსური პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.


“ჩვენი ჯგუფი უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და ამ დრომდე დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.


ჩვენს საინვესტიციო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს, სადაც 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ არაერთ პროექტში, მათ შორის სასტუმრო „რადისონში.“


აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, არც თბილისში და არც ბათუმში პროექტები არ შეგვიჩერებია და 2009 წელს თბილისში და 2011 წელს ბათუმში გავხსენით „რადისონის“ ბრენდის სასტუმროები. 2012 წელს ჩვენი მოწვევით საქართველოს ესტუმრა დონალდ ტრამპი, “ტრამპ თაუერის” პროექტის პრეზენტაციისთვის. ბატონ ტრამპს ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და მომავალი „ტრამპ თაუერის“ ლოკაცია, რომელიც ჩვენი აზრით, საუკეთესოა ბათუმში და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ და წარმატებულ პროექტს. მას შემდეგ, რაც ბატონი ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება, მაგრამ პირადად მე და ჩვენ გუნდს არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ამ პროექტზე. ჩვენ გვინდა აჭარაში ავაშენოთ კომპლექსი, რომელიც ბათუმის განვითარების ახალი ეტაპი იქნება: “სილქ თაუერი” და მიმდებარე ტერიტორია, გარემო, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციების მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში.


ჩვენი პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ პროექტის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას” - აცხადებს გიორგი რამიშვილი.


ამ ეტაპზე, „სილქ როუდ ჯგუფის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტანციო კომპანია „სერვოტელმა დაასრულა ბაზრის კვლევა. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება. „სერვოტელის“ წარმომადგენლები თბილისს 5 ნოემბერს ეწვივნენ და „სილქ როუდ ჯგუფსა“ და თანაინვესტირების ფონდს წარუდგინეს პროექტის პარამეტრების პირველადი პრეზენტაცია.


გადაწყდა, რომ პროექტი განხორციელდება რამდენიმე ფაზად: პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშნებელობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტ კლუბის გასწვრივ განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრეს ცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათველებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


“ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტების დანერგვა, როგორც აჭარის რეგიონში ასევე მთლიანად საქართველოში. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია, ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, დააფინანსოს და განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.


ჩვენ 6 თვეზე მეტი ვმუშაობდით ამ პროექტის შესწავლასა და შეფასებაზე და ვთვლით, რომ მისი განხორციელება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის. ეს იქნება ფონდის რიგით მეოთხე პროექტი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ამას გარდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება დამატებით, სამი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა საქართველოს შავი ზღვისპირეთში.


დიდ მადლობას ვუხდით „სილქ როუდ ჯგუფს“ პარტნიორობის შემოთავაზებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ბათუმს მომავალშიც შეემატება ასეთი საინტერესო და მიმზიდველი პროექტები” - განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.


ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან, 2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.




„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები