The Lancet: გარემოს დაბინძურება კაცობრიობას გადაშენებით ემუქრება

access_time2017-11-06 20:00:13

სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის ხვა ფორმების ერთობლიობა. ეს მონაცემი დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის საშუალოდ 16 პროცენტს შეადგენს.


გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები არაპროპორციულად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობაში. დაღუპულთა 92 პროცენტი, ანუ ყოველი ათიდან ცხრა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებში და მარგინალიზებულ ჯგუფებში.


დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:

ინდუსტრიული გამონაბოლქვი

მანქანის გამონაბოლქვი

ტოქსიკური ნივთიერებები


გარემოს დაბინძურებას მთელი თავისი მძიმე შედეგებით, ჯანდაცვის სისტემები და საერთაშორისო განვითარების პროგრამები აქამდე სათანადოდ ვერ აფასებდნენ - ნათქვამია ლანცეტში გამოქვეყნებული კვლევის შესავალ ნაწილში. ეს მაშინ, როცა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების 70 პროცენტი არაკომუნიკაბელურია.



საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად გაცილებით უფრო მობილიზებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიაც მათზე ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებს. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ არაკომუნიკაბელურ, ქრონიკულ დაავადებებს, კიბოს სხვადასხვა სახეობასთან გვექნება საქმე, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მთელ სპექტრთან, მათ გავრცელებას წლები სჭირდება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არც ისე გამჭვირვალეა და შესაბამისად - რეაგირებაც სუსტი და არაადეკავატური.


გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. ინდუსტრიულ და საავტომობილო გამონაბოლქვთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამბინძურებლად ქვანახშირის მოპოვება ითვლება.


დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა დღითი-დღე, წლიდან წლამდე იზრდება. 1950 წლის შემდეგ დედამიწაზე 140 ათასზე მეტი ახალი, სინთეტური ქიმიკატი და პესტიციდი შეიქმნა. აქედან სულ ცოტა, 5 ათასი გარემოში უკვე ფართოდაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს.


5 ათასი ნივთიერებიდან ნახევრის ტოქსიკურობა და უსაფრთხოება ბოლომდე შესწავლილი არც არის. ახალი ქიმიკატების ბაზარზე დაშვებამდე, მათი შემოწმება მხოლოდ რამდენიმე მდიდარ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად რეგულირებული ტოქსინებით მოტანილი ზიანის ისტორიულ მაგალითებს შორის “ლანცეტი” ასახელებს ტყვიას, აზბესტს და რამდენიმე შენაერთს. ესენია: დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (DDT), პოლიქლორილებული ბიფენილები (PCBs) და ოზონის დამშლელი ქლოროფტორკარბონები (CFCs).


გარემოს გლობალური დაბინძურება “საფრთხეს უქმნის დედამიწის საარსებო სისტემების სტაბილურობას” და რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად სიცოცხლის, “კაცობრიობის გადარჩენას” - ნათქვამია ნაშრომის დასკვნაში. სამეცნიერო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებულ კვლევაზე მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების და სამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი მეცნიერი. ის დააფინანსა გაერომ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.



ლურჯი ფერისაა ქვეყნები, სადაც საღებავში ტყვიის შემცველობა მოწმდება. სადაც არა - ყვითელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია



amerikiskhma.com



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები