„ტურისტებს ალტერნატიული ქვეყნის მოძიება გაუჭირდებათ“ - ქართული ტურისტული კომპანიები თურქეთში All Inclusive-ის შესაძლო გაუქმებაზე

access_time2017-11-07 10:20:02

თურქეთში All Inclusive სისტემის გაუქმების შემთხვევაში მეზობელ ქვეყანაში ქართველი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში ქართველი დამსვენებლები ევროპის რომელიმე ზღვისპირა ქვეყანას აირჩევენ. თუმცა მათივე თქმით, იმ ბიუჯეტით, რითაც ისინი თურქეთში ისვენებდნენ, ევროპაში ალტერნატიული ქვეყნის მოძიება გაუჭირდებათ. 


თურქეთში All Inclusive სისტემის გაუქმების ინიციატივა თურქეთის ვაჭრობისა და ხელოსნების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, ბენდევი პალანდოკენმა წამოაყენა. კონფედერაციის ექსპერტების გათვლებით, აღნიშნული ნაბიჯი ტურიზმისგან ქვეყნის შემოსავლების ზრდასა და ვაჭრობის ხელშეწყობას დაეხმარება. მათი თქმით, All Inclusive სისტემის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ტურისტები გამოვლენ სასტუმროებიდან და სხვა აქტივობებით დაკავდებიან: „ტურისტები, განსაკუთრებით კი რუსები და გერმანელები, თურქეთს მხოლოდ აეროპორტსა და სასტუმროს შორის არსებულ გზაზე ნახულობენ“.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად მაღალია თურქეთში დამსვენებელი ქართველი ტურისტების მხრიდან All Inclusive სისტემაზე მოთხოვნა და გაუქმების შემთხვევაში, რომელ ალტერნატიულ ქვეყნებს შეარჩევენ.


როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, თურქეთში All Inclusive სისტემის გაუქმების შემთხვევაში, ქართველ ტურისტთა რაოდენობა შემცირდება.


 „თუკი მთლიანად აიკრძალება, რა თქმა უნდა, თურქეთში ქართველი ტურისტების რაოდენობა შემცირდება. ჩვენ მაინც დაბალმხარჯველ სეგმენტს წარმოვადგენთ, ეს სისტემა ასეთი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი და ამიტომაც არის ქართველებში პოპულარული. თურქეთი ალბათ, იმიტომ აპირებს  All Inclusive სისტემის გაუქმებას, რომ მასიური ტურიზმი აღარ უნდათ და სტრატეგიას ცვლიან, რათა მომავალში უფრო ნიშური ტურიზმი განავითარონ. რაც შეეხება ჩანაცვლებას, სავიზო ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ქართველ ტურისტებს ბევრი ალტერნატივა გაუჩნდებათ. თუ არა თურქეთი, ზამთარში ეს იქნება ეგვიპტე, რომელიც შედარებით იაფი ჯდება. ასევე, ზამთარში დუბაიში დასვენებაც შესაძლებელია. ზაფხულში კი საბერძნეთით  და სხვა ევროპული ქვეყნებით ჩანაცვლდება“, - აღნიშნავს სიდამონიძე.


ტურისტული კომპანია „ლაზიკა თრეველის“ წარმომადგენელის თქმით კი, ქართველ ტურისტს, რომელსაც დასვენება ბიუჯეტურად აქვს გათვლილი, ალტერნატიული ქვეყნის მოძებნა გაუჭირდება.


„თურქეთისა და ეგვიპტის მიმართულებით, ქართველი ტურისტების 99,9% All Inclusive სისტემას ირჩევს. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. ის 1%, რომლებიც ამ სისტემის გარეშე მიდიან, არიან ადამიანები, რომლებიც საქმიანი ვიზიტით სტუმრობენ თურქეთს. გარდა ამისა, ანტალიის რეგიონი ისეთ ადგილას არის, თუ სასტუმროში არ იკვებე, დიდი შორი მანძილის გავლა გიწევს, რომ სასტუმროს გარეთ იკვებო. თურქეთი თუ აღნიშნულ სისტემას გააუქმებს, ჩანაცვლდება ეგვიპტით, მაგრამ არა ზაფხულში, რადგან ამ სეზონზე ეგვიპტეში ძალიან ცხელა. ზაფხულში ალბათ, უფრო ევროპის ქვეყნებს არჩევენ, საბერძნეთს, კვიპროსს. ზოგადად ბიუჯეტური ადამიანები, რომლებიც ტურებს ისე გეგმავენ, რომ გათვლილი აქვთ ყველა შესაძლო ხარჯი, მათ ცოტა გაუჭირდება ალტერნატიული ქვეყნის მოძებნა. თურქეთში ერთკვირიან საგზურს თუ აიღებდნენ, ამ შემთხვევაში ამ თანხით ევროპაში რამდენიმე დღე თუ დაისვენებენ“,  განუცხადეს „კომერსანტს“  „ლაზიკა თრეველში“.


ტურისტული კომპანია „ინტერკოს“ წარმომადგენელის განცხადებით, ბოლო წლებში თურქეთში დასვენების მსურველ ქართველ ტურისტთა რიცხვი ისედაც შემცირებულია.


„ქართველი დამსვენებლების 95% არჩევს All Inclusive სისტემით თურქეთში გამგზავრებას. ბოლო წლებში თურქეთის კურორტების მიმართ ქართველი ტურისტების მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია. ეს სისტემა თუ გაუქმდა, ამ შემთხვევაში მისი კონკურენტი ქვეყანა ეგვიპტე იქნება. თურქეთში დასვენებლის მსურველი ქართველი ტურისტების რაოდენობა 50%-ით ან უფრო მეტით შემცირდება. დღესდღეობით საქართველოდან ამ სისტემაზე მოთხოვნა დიდია. ისინი All Inclusive სისტემას არჩევენ იმიტომ, რომ წინასწარ აქვთ გათვლილი ხარჯები, რაც მოგზაურობაში დაეხარჯებათ. ამის გარეშე კი შეიძლება ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი ჰქონდეთ.“,  განაცხადეს „ინტერკოში“.


ქართველი საშუალოშემოსავლის მქონე დამსვენებლისთვის დღეისათვის თურქეთი All Inclusive სისტემის გამო მიმზიდველი რომ არის, ამას „ჯორჯიან თრეველშიც“ აცხადებენ. მათი თქმით, ქართველი ტურისტების 100% თურქეთში სწორედ ამ სისტემით ისვენებს: „თურქეთი  ბიუჯეტური დასვენების კუთხით  მოსახერხებელია. მათ შორის პასიური დასვენების მოყვარულთათვის, ვისაც სასტუმროდან გასვლა არ უნდათ. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყურადღებას იქცევს მაღალი კლასის სასტუმროებით და მაღალი დონის მომსახურებით. ეს სისტემა თუ აღარ ექნებათ, ქართველი ტურისტი ალბათ, უმეტეს შემთხვევაში სხვა ქვეყანას აარჩევს, იგივე ღირებულებით ევროპის ზღვის კურორტებზეც დაისვენებს.“


თურქეთში All Inclusive სისტემა გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და იგი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით რუს და გერმანელ ტურისტებს შორის სარგებლობს. ზოგადად კი All Inclusive სისტემა პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში ფრანგული კომპანია Club Méditerranée-ეს სავაჭრო მარკის, Club Med-ის სერვისში გამოჩნდა. კომპანია ბელგიელმა ჟერარ ბლიცმა 1950 წელს დააარსა. Club Med დღეს 20,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, კომპანიის შემოსავალი კი €1.4 მილიარდს შეადგენს.


მიჩნეულია, რომ All Inclusive სისტემა ყველაზე წარმატებულად კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულებსა და კურორტებზე მოქმედებს. CNN-ის საუკეთესო სასტუმროების სიაში, რომლებიც All Inclusive სისტემას გვთავაზობენ, ძირითადად აღნიშნული რეგიონის ქვეყნები ფიგურირებენ, როგორებიცაა მექსიკა, ბარბადოსი, გრენადა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, იამაიკა, და სხვ. რაც შეეხება ფასებს, ორ ადამიანზე 3 ღამის გატარების საფასური საშუალოდ $2000-ზე მეტს შეადგენს.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 

 

 

 




British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები