საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსალოდნელი სიურპრიზები - „კახა კალაძეს თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს“

access_time2017-11-06 15:42:38

„პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ძალიან საეჭვოა მან ეს კრიზისი დაძლიოს. როგორც უნდა გადაჯგუფდნენ მათგან არაფერი გამოვა, რადგან ის მთლიანად კომპრომეტირებულია, მათი რეაბილიტაციის შანსს კი ვერ ვხედავ“, -  აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, ამომრჩეველი ახალ არჩევანს ეძებს და ამის კარგი ინდიკატორი ელისაშვილის ფიგურა იყო. ექსპერტი თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის ამბიციებზეც საუბრობს.

 

„კახა კალაძეს აშკარად თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია აქვს. ამის ერთ მაგალითს მოვიყვან: დასრულდა არჩევნები, მაგრამ საქართველოში პირველად მოხდა, რომ არჩეულმა პირმა პერსონალური საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, გააგრძელა. თუ გაივლით ქალაქში, ნახავთ ბილბორდებს, რომლებზეც კახა კალაძე მადლობას იხდის ნდობისთვის. ეს მეტყველებს, რომ მას აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური მიზნები და თბილისის მერობა არ არის მისთვის კარიერის მწვერვალი. მან დაიწყო ხანგრძლივი პოლიტიკური თამაში. იმასთან შედარებით, რაც ხდება "ქართულ ოცნებაში" პროფესიონალიზმის, იდეების, პოლიტიკური ალღოს ნაკლებობის თვალსაზრისით, კალაძე ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა. მან ბევრი იმუშავა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. სხვა საკითხია, რომ მის შესაძლებლობებსაც აქვს თამასა, რაზეც გადახტომა ძალიან გაუჭირდება - მისი, როგორც ნაციონალური ლიდერის პერსპექტივას, სკეპტიკურად ვაფასებ“, - აცხადებს ექსპერტი.

 

დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ძალიან საეჭვოა, მან ეს კრიზისი დასძლიოს. როგორც უნდა გადაჯგუფდნენ, მათგან არაფერი გამოვა, რადგან ის მთლიანად კომპრომეტირებულია, მათი რეაბილიტაციის შანსს კი ვერ ვხედავ. ასევე ფიქრობს ამომრჩეველთა უმეტესობა, ისინი, ვინც არ მივიდნენ არჩევნებზე. საბოლოოდ ყველაფერი გადაწყვიტა არა პოლიტიკურმა არჩევანმა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რესურსებმა, რაც მეტი ჰქონდა სახელისუფლებო ძალას. ამ საყოველთაო მობილიზაციის პირობებშიც კი ამომრჩევლის აქტივობა 50%-მდეც კი არ იყო. ადამიანები ეძებენ ახალ არჩევანს და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი იყო ალეკო ელისაშვილი, რომელსაც არ ჰქონდა არც რესურსი, არც გამოცდილება, არც განსაკუთრებული თვისებები... მან ვერ მოიგო ერთადერთი მიზეზით - ამომრჩეველმა კი დაიჯერა, რომ მას ჰქონდა ვითარების გამოსწორების სურვილი, მაგრამ ვერ ირწმუნა, რომ ამას შეძლებდა. მან შედეგი აჩვენა არა იმიტომ, რომ მაგარია, არამედ იმიტომ, რომ შეძლო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჭაობის ლუსტრირება. მეორე მხრივ, რადგან ამომრჩეველს აქვს მესამე არჩევანის მოთხოვნილება, ის აუცილებლად გამოჩნდება. პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, მოქმედებს კანონი: თუ არსებობს მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც", - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

როგორც ექსპერტი ამბობს, „შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებზევე ვნახოთ სიურპრიზები. თუ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ის საპარლამენტო არჩევნბზეც განწირული იქნება. სხვათა შორის, ამ არჩევნებზეც ბეწვის ხიდზე გაიარა კალაძემ. ეს არ იყო იოლი გამარჯვება“.

 

„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები არსებობს, მაგრამ მათ ამბიციებზე მაღალი აზრის ვერ ვარ და აგიხსნით, რატომ: "ქართულ ოცნებაში" შიდა ინტრიგები, კულუარული დაპირისპირებები და საკუთარი ბოსტნის გაფართოების მცდელობა არის და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით "ქართული ოცნების" ყველა ჯგუფი სწორებას ივანიშვილზე აკეთებს და მის რესურსებზე პარაზიტირებს. ყველაფერი ივანიშვილამდე მიდის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის აქტიურად მართავს ქვეყანას - უბრალოდ, ყველაფერი მის ფაქტორს ეყრდნობა. დაპირისპირებებს მხოლოდ შიდა ფაციფუცის სახე აქვს, ამიტომაც ამ ჯგუფში ოპოზიციის გაჩენა შეუძლებელი მგონია. აქ არ არის ხალხი, ვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ამ მიმართულებით მხოლოდ კახა კალაძის ჯგუფი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ესეც მხოლოდ თეორიულად. ეს ჯგუფი ყველა მიმართულებით გაძლიერდა, ამ ჯგუფს თეორიული შანსი გაუჩნდა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს, მაგრამ იქამდე კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რა დროსაც, კაცმა არ იცის, არ შეიძლება მოხდეს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

 

 

(ამონარიდი „კვირის პალიტრის“ მასალიდან)

 

 

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები