ილია II: „სიმდიდრე არის განსაცდელი, რომელიც უნდა დაძლიოს ადამიანმა“

access_time2017-11-05 19:51:16

ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს კათალიკოს პატრიაქმა ილია მეორემ მრევლს და მდიდარ ადამიანებს გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდა.


ყოველი ადამიანი იმყოფება განსაცდელში, მამა ჩვენოს ლოცვა და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან მიგითითებს, რომ მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე. და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე, აი დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის, მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე ეს არის განსაცდელი, ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან. სიმდიდრე თავის თავად არ არის ცოდვა, მაგრამ სიმდიდრე გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხონებისთვის.


ალბათ თქვენს ცხვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, ჩაგივლიათ და გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი დავეხმარო თუ არა. თუ დავემხარები შეიძლება ღვინო დალიოს, ან არაყი, მაგრამ თუ არ დავეხმარები ის მაინც დალევს, ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაგივლია ადამიანისთვის, შემდეგ დაბრუნებულხარ და მიგიცია დამხმარება.



დახმარება გაჭირვებული ადამიანისა ეს არის პირდაპირ გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად. მე მინახავს ისეთი ოჯხები, რომელბიც ზრდიან თავის შვილებს ამ ქველმოქმედებით, დახმარებას ასწავლიან თავის შვილებს. დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი, რომ მოიყვანონ სახლში. ბედნიერია ასეთი ადამიანი ვინც ამას აკეთებს, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებული ბრუნდებიან შვილები, რომ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავემხრაოთ გაჭირვებულ ადამიანს, - ბრძანა პატრიარქმა.


ipress.ge




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები