თურქეთში შესაძლოა, All Inclusive სისტემა გაუქმდეს

access_time2017-11-05 18:00:59

თურქეთის ვაჭრობისა და ხელოსნების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, ბენდევი პალანდოკენმა ახალი ინიციატივა წამოაყენა, რომლის თანახმადაც ტურისტებისთვის All Inclusive შეთავაზება უნდა გაუქმდეს. კონფედერაციის ექსპერტების გათვლებით, აღნიშნული ნაბიჯი ტურიზმისგან ქვეყნის შემოსავლების ზრდასა და ვაჭრობის ხელშეწყობას დაეხმარება.


All Inclusive სისტემა თურქეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და იგი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით რუს და გერმანელ ტურისტებს შორის სარგებლობს.


“All Inclusive სისტემის ლიკვიდაციის შემთხვევაში ტურისტები გამოვლენ სასტუმროებიდან და სხვა აქტივობებით დაკავდებიან. ტურისტები, განსაკუთრებით კი რუსები და გერმანელები, თურქეთს მხოლოდ აეროპორტსა და სასტუმროს შორის არსებულ გზაზე ნახულობენ, მიიჩნევს ბენდევი პალანდოკენი. მისი გათვლებით, ერთი ტურისტი თურქეთში საშუალოდ, დაახლოებით, $570-ს ხარჯავს.


ტურიზმს თურქეთის ეკონომიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია შეაქვს. 2023 წლისთვის თურქეთი 50 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს.



თურქეთისგან განსხვავებით, All Inclusive სისტემის დანერგვის მომხრეა რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო. “მინდა აღვნიშნო, რომ რუს მომხმარებლებში All Inclusive სისტემა დიდი პოპულარობით სარგებლობს - სისტემა, რომელშიც კვება, სასტუმროში განთავსება და ექსკურსიებიც შედის. ადამიანებს ესმით, რომ ერთიანი თანხის გადახდით ისინი ზედმეტ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს თავიდან იცილებენ, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ოლეგ საფონოვმა.


All Inclusive სისტემა პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში ფრანგული კომპანია Club Méditerranée-ეს სავაჭრო მარკის, Club Med-ის სერვისში გამოჩნდა. კომპანია ბელგიელმა ჟერარ ბლიცმა 1950 წელს დააარსა. Club Med დღეს 20,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, კომპანიის შემოსავალი კი €1.4 მილიარდს შეადგენს.


მიჩნეულია, რომ All Inclusive სისტემა ყველაზე წარმატებულად კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულებსა და კურორტებზე მოქმედებს. CNN-ის საუკეთესო სასტუმროების სიაში, რომლებიც All Inclusive სისტემას გვთავაზობენ, ძირითადად აღნიშნული რეგიონის ქვეყნები ფიგურირებენ, როგორებიცაა მექსიკა, ბარბადოსი, გრენადა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, იამაიკა, და სხვ. რაც შეეხება ფასებს, ორ ადამიანზე 3 ღამის გატარების საფასური საშუალოდ $2000-ზე მეტს შეადგენს.



Vestifinance, CNN, turizm.ru


ავტორი: გუგა როგავა



ქვეყნისთვის გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანების სოციალური დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა

person access_time2018-01-17 10:30:05
დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა. ​”რაზე უნდა ვიოცნებო? – ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა”, – ჰყვება დონატა...

თბილისის მერიაში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

person access_time2018-01-17 09:00:00
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს...

„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

„საბანკო სექტორს კლიენტებთან მკაცრი მიდგომა აქვს, მთავრობა კი მას ხელს უწყობს“ - რატომ იზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა

person access_time2018-01-17 09:00:39
საქართველოში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 234 958-ს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% რომ გადახდისუუნაროა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ფინანსური...


მსგავსი სიახლეები