2%-იანი იპოთეკური სესხები და ყინვაგამძლე გზები - ცხოვრებისეული წვრილმანები ფინეთში

access_time2017-11-05 20:30:21

ზოგჯერ, როდესაც ვხედავთ რამდენად სასიამოვნოდ და კომფორტულად ცხოვრობს ხალხი სხვა ქვეყნებში, ბევრს გვეუფლება აღფთოვანება. ეს ყველაფერი ზუსტად ისაა, რაც შემდეგ გვაიძულებს აქტიურობას და სასურველი მიზნის მიღწევას. ისეთი ქვეყანა, სადაც კომფორტზე კარგად ზრუნავენ, არის ფინეთი. მართალია, ბევრი რამ შეიძლება წვრილმანი იყოს, მაგრამ სწორედ წვრილმანების ერთობლიობა ქმნის საბოლოოდ იმ სასიამოვნო გარემოს, რაშიც ცხოვრება ყველას გვსურს.


„კომერსანტი“ გთავაზობთ იმ რამდენიმე წვრილმანს, რაც ფინეთში წვრილმანია, სხვაგან კი ხშირ შემთხვევაში ჯერ მხოლოდ  ოცნებად რჩება.


სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში ბავშები უფასო ტაქსის მიჰყავს


კანონით, თუ ბავშვის საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე 2,5 კილომეტრზე მეტია, მოსწავლეს უფასოდ ემსახურება ტაქსი.


ეზოებში საბავშვო მოედნებზე არის სამზარეულო, აუზი და სათამაშო ოთახი


ჰელსინკში ყველა კვარტალში მოწყობილია სპეციალური ფართი - საბავშო მოედანი უსაფრთხო საფარით. აქ ტარდება შეჯიბრებები ბავშვებს შორის, აქვე ყოველთვის ნახავთ სათამაშოებს. ზოგიერთ მოედანთან არის მოწყობილი პატარა აუზი და სპეციალური სათამაშო ოთახი, სადაც არის წიგნები, სამაგიდო სათამაშოები, სამზარეულო მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით და პატარა სკამებით ბავშვებისთვის. და ეს ყველაფერი არის უფასო.




საბავშვო ბაღში 4 ბავშვზე 1 აღმზრდელი მოდის


საბავშვო ბაღებში იღებენ ბავშვებს 9 თვის ასაკიდან. 3 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებულია მინიმალური ნორმა - 4 ბავშვზე მოდის 1 აღმზრდელი, 3 წლის შემდეგ - 7-ზე. ყოველი მათგანის მიმართ მოქმედებს ინდივიდუალური მიდგომა - აღმზრდელები ცდილობენ გააკეთონ ისე, რომ ბავშვს უხაროდეს ბაღში მოსვლა. ბაღების ფუნქციონირების თვითღირებულებაა 1000 ევრო 1 ბავშვზე, თუმცა მშობლები იხდიან 280-ს, დანარჩენს ფარავს სახელმწიფო.




იპოთეკური კრედიტის საპროცენტო განაკვეთი წლიურ 2%-ს არ აღემატება


ფინეთი შედის ყველაზე იაფი იპოთეკური სესხების მქონე ქვეყნების ხუთეულში. ზოგჯერ შესაძლებელია სესხის 1-1,25%-ში აღება.


ქვეყნის მოქალაქეები იღებენ სახელმწიფოსგან ფულს არაფერში


2017 წლის იანვრიდან ქვეყანაში ტარდება ექსპერიმენტი - 2000 მოქალაქე იღებს ყოველთვიურ შემწეობას - 560 ევროს. თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, ქვეყანაში შემოღებულ იქნება საყოველთაო „უპირობო საბაზო შემოსავალი“ – 800 ევრო თვეში, რომელსაც სახელმწიფო აჩუქებს ყოველ სრულწლოვან მოქალაქეს მისი შემოსავლისგან დამოუკიდებლად. რატომ? მთავრობა თვლის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ შეეშინდებათ უფულობის, არ მოკიდებენ ხელს პირველ შემხვედრ სამუშაოს და მოძებნიან იმას, რაც მათ ურჩევნიათ. ასევე ეს შემწეობა დაეხმარება იმათ, ვინც გადაწყვეტს საკუთარი საქმის წამოწყებას.


ჰელსინკში მოქმედებს მიწისქვეშა ვაკუუმური ნაგავგამტარი


ფინეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მიწისქვეშა სისტემა. როცა ადამიანი ყრის ნაგავს, მას ისრუტავს მილი, შემდე 70 კმ.საათში სიჩქარით ხდება ნაგვის ტრანსპორტირება სორტირების ცენტრალურ სადგურზე. ამ სისტემას არ სჭირდება ნაგვის მანქანა, მასგან არ მოდის უსიამოვნო სუნი. რა თქმა უნდა, ქალაქში არის ჩვეულებრივი ნაგვის კონტეინერებიც, თუმცა იქაც ხდება ნარჩენების სორტირება.





ყველგან დგას ბოთლების და ქილების ჩასაბარებელი ავტომატები


ფინეთში, როდესაც თქვენ ყიდულობთ სასმელს, იხდით გირაოს, რომელსაც დაგიბრუნებენ მხოლოდ მაშინ, თუ ჩააბარებთ ქილას ან ბოთლს სპეციალურ ავტომატში. ამიტომაც ქუჩებში სისუფთავეა.




სახლებში არის ბინადრებისთვის საერთო საუნა და სამრეცხაო


ფინელებს უყვართ ცხოვრება კოტეჯებში, თუმცა მაშინ, როდესაც სახლი მრავალბინიანია, იქ არის საერთო საუნა და სამრეცხაო, რომლებსაც იყენებენ რიგის მიხედვით წინასწარი ჩაწერით. ასევე ზოგჯერ არის საერთო სპორტული დარბაზები და ოთახები შეკრებებისთვის წიგნებით და სამაგიდო თამაშებით.


პარკინგებზე მოქმედებს მანქანების გათბობის სისტემები


მრავალბინიან სახლებში შესაძლებელია პარკინგის ქირაობა. მანქანის გასაჩერებელ ადგილებზე მოწყობილია სპეციალური სისტემა ტაიმერით, რომელიც ათბობს ავტომობილს დანიშნულ დროს.





პატარა ქალაქებშიც ყველაფერია ცხოვრებისთვის


ყოველ ფინურ ქალაქში, მაშინაც კი, თუ იქ ცხოვრობს რამდენიმე ასეული ადამიანი, არის სპორტული ცენტრები, აუზები და რა თქმა უნდა, საუნები. სკოლები იქ არაფრით არ ჩამორჩება დედაქალაქს - ქვეყანაში ყველა სკოლა ერთნაირად კარგია.


ყველა გზა არის შესანიშნავი


გზებს ფინეთში აშენებენ ძალიან კარგად, იქ 1 კმ. გზის დაგება 1 მლნ. ევრო ჯდება, რადგანაც გამოიყენება ყინვაგამძლე ტექნოლოგიები, სამაგიეროდ, მათი შეკეთება ხდება 10-12 წელიწადში ერთხელ. გზებზე დაყენებულია ვებ-კამერები და ძლიერი თოვლის შემთხვევაში ადგილზე სწრაფად მიდის თოვლის გამწმენდი ტექნიკა.


რა თქნა უნდა, ფინეთს აქვს მინუსები. თავად ფინელები ხუმრობენ - წელიწადში ყველაზე კარგი დღეა ზაფხული.




adme.ru




გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები