„დღეს ძირითადი თანხები საბანკო სექტორშია მოქცეული, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკია“ - აიეტ კუკავა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე

access_time2017-11-02 17:40:40

ვინაიდან დღეს საზოგადოებას არ აქვს ინვესტირების არჩევანი, დანაზოგები მიიმართება ან საბანკო დეპოზიტებზე, ან უძრავ ქონებაში. შესაბამისად საბანკო სექტორში ჭარბი ლიკვიდურობაა, ვინაიდან განვითარებული კაპიტალური ბაზრის არ არსებობის გამო, ეკონომიკის რიგი დარგები არ არის განვითარებული. ამის გარეშე სწრაფი ზრდა და რეგიონში კონკურენტუნარიან ეკონომიკად ჩამოყალიბება შეუძლებელია. „დღეს ძირითადი თანხები საბანკო სექტორშია მოქცეული, რაც ქვეყნისთვის დიდი რისკია, მითუმეტეს, გვაქვს სამი ბანკი, რომელსაც ბაზრის 90% უჭირავს. მაკროეკონომიკური რყევების დროს ბანკები ჩაიყოლებს მთელ ეკონომიკას, ეს არის ჰიმან მინსკის მოდელი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ განუცხადა. ამიტომ, მისივე თქვით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი.


რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, კუკავას განცხადებით, ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს.


„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება. დღეს ის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არის, რომლის ძირითადი ფუნქციაა კომერციული ბანკების კონტროლი. ვინაიდან, ეროვნული ბანკი არის უფრო კონსერვატიული, ისეთი რისკიანი სექტორი, როგორიც არის კაპიტალური ბაზრის ზედამხედველობა, არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში. ეს ძალიან აფერხებს ეკონომიკას, რადგან ქვეყანაში არ არის განვითარებული კაპიტალის ბაზარი და ბიზნესის დაფინანსების ერთადერთი გზა არის ბანკის სესხი. მეორეს მხრივ არის ათობით მსხვილი ბიზნესი, რომელიც იმსახურებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან და მათ შეუძლიათ ფულის მოზიდვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, თუმცა არსებული სტრუქტურის გამო ეს ძალიან რთული გზაა. განვითარებული კაპიტალური ბაზრების პირობებში ინდივიდს შეუძლია 10 000 ლარად 50 სხვადასხვა სანდო კომპანიის აქციების ყიდვა, თუნდაც მიზერული რაოდენობის, რაც შემდგომ 10-20 წლის ვადაში ის შეიძლება გახდეს 100 000-ის ღირებულების-აცხადებს კუკავა. 


მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკს ძალით მოახვიეს თავს ამ დარგის კურირება, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგი ფასიანი ქაღალდების ემისიის უფლება მისცენ თამამი გეგმების მქონე კომპანიებს. მიუხედავად იმისა რა ნდობით სარგებლობენ ეს კომპანიები საზოგადოებაში.


როგორც კუკავა აცხადებს, ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა ზედამხედველმა, რომელიც მოსახლეობას ნათლად აუხსნის, როგორც რისკებს, ასევე შესაძლებლობებს და მისი ძალისხმევა იქნება მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ასეთი გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალები მოღვაწეობენ ამერიკის, ევროპის აზიის საფონდო ბაზრებზე, მათი მოზიდვა შესაძლებელია.


მისივე თქმით, „დღეს ძირითადი თანხები საბანკო სექტორშია მოქცეული, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკია, მითუმეტეს, გვაქვს სამი ბანკი, რომელსაც ბაზრის 90% უჭირავს. არის საშიშროება, რომ მაკროეკონომიკური რყევების დროს ბანკები ჩაიყოლებს მთელ ეკონომიკას, ეს არის ჰიმან მინსკის მოდელი“.


„ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი ვარშავის ბირჟა, რომლის წილი ევროპის საფონდო ბირჟების ბაზარზე უმნიშვნელო იყო, მაგრამ პოლონეთის მთავრობის რეფორმების და ძალისხმევის წყალობით მალე ხუთეულში შევიდა. ბირჟის განვითარება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ბევრ დადებით შედეგს მოიტანს. საერთოდ, თუ ბირჟა არის განვითარებული და ინვესტორებს ოპერაციების წარმოება შეუძლიათ დამოუკიდებლად ონლაინ რეჟიმში ან საბროკერო კომპანიების მეშვეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან სწრაფად გაიზრდება, რაც გამოიწვევს ძალიან ბევრი კომპანიის დაფინანსებას და ასევე დასაქმდება ათასობით პროფესიონალი მომსახურე ისეთ დარგებში, როგორიც არის აუდიტი, იურიდიული საგადასახადო კონსულტანტები, ბროკერები, კვლევითი კომპანიები, საინვესტიციო ბანკები და ა.შ.


ამასთან საქართველო არის ყველაზე გახსნილი ქვეყანა რეგიონში, მას შეუძლია იყოს ფინანსური და ბიზნეს ცენტრი მთელ რეგიონში, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - ამ ქვეყნების ბიზნესები შესაძლოა, გახდეს ჩვენი საფონდო ბირჟისა და დაკავშირებული რიგი საინვესტიციო, საკონსულტაციო კომპანიების მომსახურების მომხმარებელი. რითაც საქართველო როგორც მომსახურე ქვეყანა, დიდ შემოსავალს მიიღებს. მეორეს მხრივ ამით ჩვენი პროფესიონალები ძალიან კონკურენტუნარიანები გახდებიან რეგიონში“, - განაცხადა აიეტ კუკავამ რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას.


„კომერსანტი„




British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები