„იძულებული გავხდი ბანკიდან სესხი ამეღო“ - დეველოპერული კომპანიები ავანსის დღგ-თი დაბეგვრის 10 თვის შედეგებზე

access_time2017-11-02 09:00:41

ავანსის დღეგ-თი დაბეგვრის ამოქმედებიდან 10 თვეში დეველოპერული კომპანიები უკვე დამდგარ შედეგებზე საუბრობენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ საკმაოდ მძიმე ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა, მეორე ნაწილზე კი აღნიშნულ საგადასახადო ცვლილებას ნეგატიური გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია.

 

დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯის“ ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრამ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩააყენა. კერძოდ, კომპანიამ ამოქმედებული სქემით, სახელმწიფოს 700 000 ლარამდე უკვე გადაუხადა. მისი შეფასებით, სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა უბიძგა ის, რომ ბანკისგან სესხი აეღო.

 

მისი თქმით, რომ არა ბანკის სესხი, კომპანიას დაწყებული პროექტების დასრულება გაუჭიანურდებოდა. „სამი პროექტის დასაფინანსებლად 1.8 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გავაკეთე, დანაკლისის შევსებას ამით ვაპირებ. სწორედ ამ რეგულაციის გამო ავიღე ბანკიდან 10-პროცენტიანი სესხი“-აცხადებს წაქაძე.

 

წაქაძის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რეგულაცია ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს, გააჩერებს მშენებლობებს და ასე შემდეგ. „საშუალო ზომის სამშენებლო კომპანიას 1.8 მილიონ დოლარიანი გარღვევა მაქვს. თანხა მე ბიუჯეტს წინასწარ უნდა გადავუხადო. ხომ შეიძლებოდა ეტაპობრივად, ნელ-ნელა დამეფარა? ახლა იძულებული გამხადეს წავსულიყავი ბანკში და სესხი ამეღო.“-აცხადებს წაქაძე.


 

სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი განმარტავს, რომ რეგულაციას ნეგატიური შედეგი ამ დროისთვის არ მოუტანია, თუმცა, სამომავლოდ საქმიანობაში ხელს აუცილებლად შეუშლის. როგორც ჯაყელი აცხადებს, 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულ ცვილილებას დღგ-ს ჩათვლებით, ანგარიშზე არსებული ზედმეტობით აბალანსებს. მისი თქმით, როდესაც კომპანია მოგებაზე გავა და შემოსავლებიც იქნება, შემდეგ უკვე პროცესი გართულდება.


„მე გასავალი მეტი მაქვს, ვიდრე შემოსავალი. ვიყიდე არმატურა, ბეტონი, ვაკეთებ ჩათვლას, ზედმეტობა მქონდა და ამ მხრივ დავარეგულირე. პრობლემა პროექტის დასრულების შემდეგ იქნება, როდესც ხარჯი ნაკლები იქნება და შემოსავალი მოიმატებს. ამ დროს ის თანხები სულ დამებეგრება“-აცხადებს ჯაყელი.


მისი განცხადებით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ახალი პროექტების დაწყებას აუცილებლად შეაფერხებს. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ ბიზნესი ყოველთვის ნებისმიერ სიტუციაში გამოსავალს პოულობს.


შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები