ყველაზე იაფი ფერარი - რა იქნება ახალი „პორტეფინოს“ ფასი

access_time2017-11-05 15:00:01

„ფერარიმ“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე თავისი ახალი კუპე-კაბრიოლეტი, „პორტოფინო“ წარადგინა, რომელიც მომავალი წლიდან მოდელ „კალიფორნიას“ შეცვლის და იტალიური კომპანიის გამაში, ყველაზე იაფი ავტომობილი გახდება. „პორტოფინოს“ ფასი 200 000 ევროზე ნაკლები იქნება.

Auto

ახალი ავტომობილი წინამორბედის პლატფორმაზეა აგებული, ოღონდ გარეგნულად მისგან განსხვავდება და უკეთაც გამოიყურება. ოთხადგილიან „პორტოფინოს“ აქვს რადიატორის ფართო ცხაურა და დაგრძელებული, პროფილირებული კაპოტი.

Auto

ეს არის „ფერარის“ პირველი სერიული მოდელი, რომლის სალონშიც მულტიმედია სისტემის 10.2-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა. საჭის ქვედა მხარეს წაბრტყელებული რგოლით და მაჩვენებლების დაფით, „პორტოფინო“ მარანელოელთა სხვა მოდელებს, GTC4-სა და 

„ლუსო 812 სუპერფასტს“ გაგახსენებთ.

Auto

ავტომობილი 3.9-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 760 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატით ყველაზე იაფ „ფერარის“ ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 3.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. ასეთ მძლავრ ძრავს მოკრძალებული აპეტიტი აქვს - 100 კილომეტრზე 10.5 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.




გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები