„კომერსანტის“ ექსკლუზივი: სეთ ედვარდ ჩარი - „საქართველო გამოცდილ ინვესტორს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს“

access_time2017-10-31 15:30:35

ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკული ინვესტიციების მართვის კომპანია „აიკონია კაპიტალის“ დირექტორ სეთ ედვარდ ჩარისთან

 

– საქართველოსთან რა გაკავშირებთ, როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია?

 

- საქართველოს შესახებ პირველად მსოფლიო ისტორიის კურსის შესწავლის დროს შევიტყვე. სწორედ მაშინ მოვიხიბლე საქართველოთი.


რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ისტორიას - ყველა ამერიკელის მსგავსად, მეც თვალს ვადევნებდი საქართველოს შორიდან, თუ როგორ გამოვიდა ის რთული 90-იანი წლებიდან და სწრაფად განვითარდა „ვარდების რევოლუციის“ ეპოქაში. ყოფილი პრეზიდენტის მიშა სააკაშვილის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს პოზიტიური და გამორჩეული პიარ კამპანიის შემდეგ, ჩემში საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა. დავიტერესდი აქ ინვესტირებით. ვიცოდი, რომ საქართველო იყო არა მარტო კარგი, არამედ დიდებული და მინდოდა, რომ ჩემი ცოდნა და განათლება, რომელიც მე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღე, გამომეყენებინა საქართველოს ახალი ისტორიის შექმნაში.


2013 წლის ზამთარში თბილისში პირველად ჩამოვედი. მაშინ განვახორციელე რამდენიმე მცირე ინვესტიცია საქართველოს ბანკთან ერთად. ბევრი ახალი მეგობარი და პოტენციური საქმიანი კონტაქტები დავამყარე. ამის შემდეგ დავბრუნდი საცხოვრებლად ჰავაიში, გავყიდე ჩემი ქონება, დავემშვიდობე ჩემს ოჯახს და 2014 წლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდი. სწორედ მაშინ ვიყიდე მიწა ჩვენი ახალი პროექტისთვის Skytowers- ის ძველ იპოდრომთან.  შედეგად, 2014 წლის 31 დეკემბერიდან უძრავი ქონების დეველოპერი გავხდი.

 

–რატომ დაინტერესდით ასე ძალიან საქართველოში ბიზნესის დაწყებით?

 

- ჩემი აზრით, არცერთ სხვა ქვეყანას მსოფლიოში ასეთ მოკლე დროში არ მიუღწევია იმისთვის, რასაც საქართველომ მიაღწია. 2002 წლიდან მთავრობამ და ქართველმა ხალხმა დიდი ცვლილებები განიცადა. ვგრძნობდი რომ „ ახალი საქართველო“ ბევრ ახალ საუკეთესო ბიზნეს იდეას იღებდა ამერიკიდან საქართველოში. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისთის ერთ -ერთი ძლიერი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ეს ფაქტი კი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან კარგია.

 

ამასთან, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს, რაც ხელსაყრელია ბიზნესისათვის. უძველესი აბრეშუმის გზაზე განთავსებული, საქართველო უკვე არის სატრანსპორტო ცენტრი ევროპისა და აზიის საერთაშორისო ვაჭრობისთვის. შემდგომი საინვესტიციო გარემოს შექმნისათვის და მთავრობის გონივრული გადაწყვეტილების მიღებით, დარწმუნებული ვარ ,რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მომგებიანი იქნება მომავალი ბიზნეს გეგმებისათვის.


როგორც ცნობილი ჰოკეის მწვრთნელმა, უეინ გრეცკიმ თქვა: ციგურები სრიალებენ და მიდიან იქ, სადაც არ არიან. მე ჩამოვედი საქართველოში ძლიერი რწმენით, მიმაჩნია, რომ ეკონომიკური თავისუფლება, დაბალი გადასახადები და განვითარებადი ბაზარი იძლეოდა ბიზნეს შესაძლებლობას უფრო მეტად, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო განვითარებულ ქვეყნებში. ანალოგიურად ვფიქრობ ახლაც.

 

- საქართველოს ბაზრით იმიტომ ხომ არ დაინტერესდით, რომ აქ შედარებით ლიბერალური საგადასახადო გარემოა? იქნებ შეადაროთ ამერიკის და საქართველოს საგადასახადო გარემო, სად უფრო ადვილია ბიზნეს საქმიანობა?

 

 საქართველოში ბიზნესის დაწყების მიზეზი მხოლოდ მარტივი საგადასახადო სისტემა არ ყოფილა. თუმცა, ეს იყო ერთ -ერთი ბიძგი. საქართველოში გამარტივებული საგადასახადო სისტემა შედგება მხოლოდ ექვსი საგადასახადო სისტემისაგან, პირადი და კორპორატიული გადასახადების  „მარტივი“ სისტემის არსებობა სუფთა ჰაერის სუნთქვას ჰგავდა. მე შემიძლია გამოვთვალო ჩემი გადასახადები 3 წამში, რომელსაც მე პირადად ვხელმძღვანელობ . მე არ მჭირდება ბუღალტერი, რომელმაც უნდა წაიკითხოს 800 გვერდიანი საგადასახადო კოდები, არ მაქვს ზედმეტი დანახარჯები ამის გამო.


საგადასახადო სისტემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა. უცხოელი და ქართველი ბიზნესმენების დახმარებით ქვეყანაში სამართლიანი საგადასახადი რეფორმები განხორციელდა. ამის ერთ-ერთი ინიცაიატორი იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიც. საქართველოს საგადასახადო რეჟიმი სინგაპურის საგადასახადო რეჟიმს მაგონებს.


საქართველოში გაცილებით ადვილია საგადასახადო ვალდებულებების შესრულება და გაანგარიშება. თუმცა, განტოლება იცვლება, როდესაც საქმე ეხება დღგ-ს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს მნიშვნელოვნად მაღალი კომბინირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე გადასახადებს, რომლებიც, ამავე დროს, იბეგრება. თუმცა, არ არსებობს დღგ-ი. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ზომის იმპორტი გადასახადისგან თავისუფალია. გარდა ამისა, ბიზნეს ოპერაციების ხარჯები დაბალია ზოგიერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ არ არსბეობს დღგ-ი.

 

გასცე ამ კითხვას პასუხი, სად უფრო მოქნილია და უფრო ადვილია ბიზნესის წარმოება, რთულია. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამერიკული სისტემა მცირე ბიზნესებს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად შეამცირონ საგადასახადო შეღავათები სტრატეგიების მეშვეობით, როგორიცაა აგრესიული პუნქტები და საპროცენტო ს გეგმები. ორივე სისტემა განსხვავებულია და აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

-ძალიან ბევრი დეველოპერი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს სამშენებლო ნებართვების გაცემა შედარებით გართულებულია. საუბრობენ, ბიუროკრატაზეც. მსგავსი პრობლემები თქვენთვისაც არსებობს?

 

-სამწუხაროდ, უნდა დავეთანხმო ჩემს კოლეგებს - ბიუროკრატიამ ჩემს ბიზნესს დიდი უსიამოვნება შეუქმნა. გარდა ბიუროკრატიისა, თბილისის მერიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოში კადრის კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს.


2015 წელს იპოდრომის Skytower- ის პირველი მშენებლობის ნებართვის აღება პირდაპირი და მარტივი პროცესი იყო. თუმცა გარკვეული პრობლემები დაიწყო , როდესაც ჩვენ ვალდებულნი ვიყავით მოლაპარაკებები დაგვეწყო არქიტექტურის სამსახურთან, რომლებსაც ჰქონდათ წინადადებები და იდეები, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო ჩვენი გეგმა. საბედნიეროდ, 2017 წელს, არქიტექტურის სამსახური გაცილებით უფრო სამართლიანი აღმოჩნდა. შედეგად, მშენებლობის ნებართვა დროულად ავიღეთ, თუმცა, კომუნიკაციის და გამჭვირვალობის პრობლემა მაინც არსებობდა.

 

-როგორც ინფორმაცია მაქვს, თქვენ აშშ-შიც გაქვთ ანალოგიური ბიზნესი, იქნებ შეადაროთ იქაური და ქართული ბიზნესგარემო?

 

-ამერიკაში უძრავი ქონების ინდუსტრიაში ვიყავი. უფრო ზუსტად, როგორც საინვესტიციო ბანკირი, ფასიანი ქაღალდების აგენტი და კერძო ინვესტორი. ერთ კონკრეტულ ბიზნესში, მე ვიყავი აქციების მფლობელის მხარე, რომელიც რაღაცით ჰგავდა ჩემს ბიზნესს საქართველოში. კომპანიის სახელწოდება იყო Gemini Real Estate Advisors.


კომპანია დაარსებული იყო Citigroup ბანკირების მიერ , Gemini Real Estate Advisors-მა მოიზიდა მილიონობით ინვესტიცია. აღნიშნულმა კომპანიამ განავითარა სასტუმროთა ქსელი მანჰეტენზე, ნიუ იორკში. როგორც ერთ-ერთი მთავარი ფირმის მრჩეველი კომპანია,  მე მქონდა წვდომა კომპანიის მფლობელებთან, მენეჯმენტთან და ბითუმად მოვაჭრეებთან. Gemini-ს სასტუმრობის მშენებლობა რაღაცით ჰგავდა ჩემს მშენებლობას თბილისში.

 

- რა საკითხებია დასახვეწი საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე - ვგულისხმობ როგორც კომპანიებს, ისე სახელმწიფოს მიდგომას, რეგულაციებს, რა გამოწვევებია დღეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

 

-უმთავრესი პრობლემა, რომელიც დღეს თბილისში დეველოპერების წინაშე დგას, მშენებლობის ნებართვებია. დღეს საკმაოდ რთულია ისეთი ობიექტის მოძიება, რაზეც სამშენებლო ნებართვაა გაცემული.


მეორე საკითხი მშენებლობის სტანდარტები, თუნდაც გამოცდილი კომპანიების მიერ აშენებული შენობები ხარისხის ნაკლებობას განიცდის. მე პირადად ვცხოვრობ ახალ აშენებულ სახლში ვაკეში და შედარებით ძვირადღირებულ შენობაში, მაგრამ შენობის სტრუქტურა, ჰაერის ხარისხი , ცუდი რემონტი, შიდა ინვენტარი და გაყვანილობაც კი არ აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს.


წარმოიდგინეთ, რომ კლიენტი ყიდულობს ახალ საცხოვრებელ სახლს ხელსაყრელი ფასით (მაგრამ არა იაფად) და საშხაპე კაბინაც კი არ მუშაობს გამართულად . გასაკვირია, რომ ასეთი ტიპის ბინები ჯერ კიდევ შენდება თბილისში და უფრო მეტიც, ჩემი მეგობრებიც კი - მზად არიან თავიანთ ახალ სახლებში ასეთი დეფექტების მოითმინონ.


ჩვენი კომპანია, როგორც 100 % ამერიკული კომპანია თბილისში, მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტები მხოლოდ უახლესი ამერიკული შენობით და განახლებული სტანდარტებით მათი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის.

 

-რა გეგმები გაქვთ, რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ?


-2014 წლის შემდეგ, როცა ჰავაი დავტოვე დასაქართველოში წამოვედი, დიდი ოცნება მქონდა: ვყოფილიყავი საქართველოსა და მისი მომავლის ნაწილი ჩემს მიერ განხორციელებული ინვესტიციით. ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი იყოს ვარსკვლავი კავკასიის რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ წვლილს შევიტანთ ოპოტიმისტურ მომავალში ჩვენი ბიზნესით და დაუღალავი შრომით.


ჩვენი კომპანია, Iconia Capital LLC ( ცნობილი როგორც Iconia Real Estate Development) ამერიკული კაპიტალით დაფუძნებული დეველოპერული კომპანიაა, სადაც დასაქმებულია მხოლოდ ქართველი პერსონალი. ჩვენ ვამაყობთ საქართველოს მომავალში ინვესტიცირებით. ჩვენი პოლიტიკა არასოდეს შეცვლილა, ჩვენ სამსახურში აგვყავს ადგილობრივი ნიჭიერი ხალხი და ვამაყობთ ამით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება.


აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტი და ინვესტიცია საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაშია. იპოდრომის ცათამბჯენი, ჩვენი პირველი სამშენებლო პროექტია საქართველოში.,ეს პროექტი არის მთავარი ორიენტირი იპოდრომის პარკთან არსებულ მშნებლობებში. ნიუ იორკის სტილის შავი ქვის ქვით, შავი ალუმინით მოპირკეთებული ფასადით, რაც ძალიან მომხიბვლელს ხდის შენობას, როგორც ახლოდან ასევე შორი ხედიდან.


ჩვენს პროექტში შედის :სპა, საცურაო აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი და სავაჭრო ობიექტები , დამატებით ოთხ სართულიანი ბიზნეს ცენტრი. პროექტის დანარჩენი ფართები განკუთვნილი იქნება ოჯახებისათვის და არა მარტო. რა თქმა უნდა, პროექტს 24/7მოემსახურება დასუფთავების სერვისი და დაცვა ისევე როგორც კერძო პარკისა და ბაღის დაცვა.


ამ ეტაპზე ჩენ უკვე გვაქვს მშენებლობის ნებართვა.  Iconia Capital-ის  გუნდი მზად არის, ააშენოს ამერიკული სტილის პროექტი თბილისში, განახლებადი გაზისა და წყლის სისტემებისაგან, რომელიც შექმნილია ნიუ-იორკის სტილში.


 



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები