კონსტიტუციის მიღებიდან ორ კვირაში, მმართველი პარტია ახალი ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება

access_time2017-10-30 13:22:36

პარლამენტის მიერ ახლადმიღებულ კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.


კონსტიტუციის მიღებიდან ორ კვირაში, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებით, მმართველი გუნდი ოთხი პუნქტის შეცვლას აპირებს - საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვება, ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები.


საპარლამენტო უმრავლესობა, ახალი ცვლილებების კონსტიტუციაში საბოლოოდ ასახვას 2018 წლის მარტში გეგმავს.


13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო.


19 ოქტომბერს კი, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ და დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტს ხელი მაინც მოაწერა. მმართველ პარტიაში ეს ნაბიჯი, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ერთადერთ პოზიტიურ და კონტსრუქციულ გადაწყვტილებად შეფასდა, ოპოზიციაში კი თქვეს, რომ პრეზიდენტმა ერთი წლის ნამუშევარი ნაგავში გადაყარა.


საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას სავარაუდოდ, არ შესთავაზებენ არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას კი, პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია და ხუთშაბათს საყოველთაო-სახალო განხილვის კომისია შეიქმნება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულებულია და ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება.


„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან -საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით - ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები. ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტში - მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“, - განაცხადა კობახიძემ.




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები