ლევან კობერიძე: „ეროვნული ბანკი სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ მოკლევადიან რყევებზე რეაგირება მოახდინოს“

access_time2017-10-30 09:40:44

„ჩვენ იმიტომ გვჭირდება რეგულატორი, რომ მოკლევადიან რყევებზე და მკვეთრ ცვლილებებზე მან მოახდინოს რეაგირება“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ.


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 8 პუნქტით გაუფასურდა. 23 ოქტომბერს ეროვნული ბანკის მიერ დადგებილი კურსით ერთო დოლარი 2,4863 ლარი ღირდა, 27 ოქტომბერს დადგენილი კურსით კი ერთი დოლარი 2,5612 ლარი გახდა. ეროვნული ბანკი ლარის ასეთ მერყეობაზე კომენტარს არ აკეთებს, სებ-ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ქვეყანაში მცურავი კურსი მოქმედებს. ოპონენტების და ექსპერტების ნაწილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიუროკრატიულ ხარჯებს და წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებს უკავშირებენ.


დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით კი მოკლევადიან რყევებზე რეაგირება აუცილებლად ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს.



„ეროვნული ბანკისგან არავინ ითხოვს ლარის კურსის გრძელვადიან სიმყარეს ან სტაბილურობას, კურსი არის მცურავი და ეს გასაგებია. თუმცა ჩვენ იმიტომ გვჭირდება რეგულატორი, რომ მოკლევადიან რყევებზე და მკვეთრ ცვლილებებზე რეაგირება მოახდინოს. მეტსაც გეტყვით, მოახდინოს პრევენცია, თუკი ის ხედავს, რომ რაიმე მოლოდინები შეიძლება შეიქმნას და ამან გამოიწვიოს კურსის მყისიერი ცვლილება.


არანაირ პოლიტიკურ რყევას ადგილი არ ჰქონია, რადგან მმართველმა გუნდა ძალიან მშვიდად გაიმარჯვა. არანაირ ბიუროკრატიულ ხარჯებთან ეს არ არის დაკავშირებული, აქ უბრალოდ მნიშნელოვანია, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური პარამეტრები იყოს პოზიტიური. თუმცა ჩვენს შემთხვევაში მაინც მოხდა რყევა. და ამის შემდეგ ეროვნული ბანკი გამოვიდა და თქვა, რომ მას არ ეხება ეს რყევა და შემდეგ ვიხილეთ ლარის კიდევ უფრო გაუფასურება. ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის არ არის მხოლოდ პროფიოსიონალური გადაწყვეტილებების მიმღებები“, - განაცხადა რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას ლევან კობერიძემ.



„კომერსანტი“




ქვეყნისთვის გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანების სოციალური დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა

person access_time2018-01-17 10:30:05
დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა. ​”რაზე უნდა ვიოცნებო? – ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა”, – ჰყვება დონატა...

თბილისის მერიაში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

person access_time2018-01-17 09:00:00
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს...

„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

„საბანკო სექტორს კლიენტებთან მკაცრი მიდგომა აქვს, მთავრობა კი მას ხელს უწყობს“ - რატომ იზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა

person access_time2018-01-17 09:00:39
საქართველოში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 234 958-ს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% რომ გადახდისუუნაროა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ფინანსური...


მსგავსი სიახლეები