კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ე.წ. დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

access_time2017-10-27 18:06:13

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობას 70-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 10 კატალონიელი იყო. კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზი იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვეს, რომლებიც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.


პარალელურად, ბარსელონის ცენტრში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა დემონსტრაცია მიმდინარეობს.


მადრიდში კი, სენატი ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე მსჯელობს,რაც კატალონიის ავტონომიის შეჩერებას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ლიდერსა და პარლამენტს დათხოვნას და ექვსი თვის ვადაში ვადამდელ არჩევნებს დანიშვნას ითვალისწინებს. ამას გარდა, ესპანეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავა კატალონიის ბიუჯეტი და პოლიცია.


ესპანეთის პრემიერის განცხადებით, საგანგებო ზომების მიღება კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. მარიანო რახოიმ ასევე აღნიშნა, რომ მადრიდი არ ცდილობს კატალონიელებს უფლებები წაართვას და პირიქით, მათ დასაცავად იბრძვის.



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები