„საქართველოს ფინანსური სექტორი ლომბარდული სესხების ეტაპზე იმყოფება“ - ბიზნესი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე

access_time2017-10-30 09:00:00

ეროვნულმა ბანკმა კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველები ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ობლიგაციები არც სახელმწიფოსა და არც ეროვნული ბანკის გარანტიით უზრუნველყოფილი არ არის. აღნიშნულ განცხადებას სფეროს ექსპერტების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც  კომპანიებმა მსგავსი სახის ფასიანი ქაღალდები უკვე გამოუშვეს.


„კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხზე უკვე წერდა. ამჯერად ჩვენ კიდევ ერთხელ დავინტერესდით, ეროვნული ბანკის მიერ მსგავსი გაფრთხილება როგორ აისახება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე და ხომ არ გახდება ეს იმის საფუძველი, რომ დაინტერესებული მხარეები გადაიფიქრებენ კოპორატიული ობლიგაციების შესყიდვას?


ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ ეროვნული ბანკი მოსახლეობას კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების შესახებ იქამდე გააფრთხილებს, სანამ არ ჩათვლის, რომ მათ ეს თემა ესმით.


მსხვილი ბიზსნემენების ნაწილი ეროვნული ბანკის გაფრთიხლებას იწონებს და აცხადებს, რომ მარეგულირებელის ეს განცხადება საჭირო და აუცილებელია.


„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ეს განცხადება აბსოლუტურად კორექტული და სწორია.


„ეროვნული ბანკის ეს გაცხადება ბუნებრივია. ბუნებრივი იქნება ისიც, თუნდაც ეს სიფრთხილე „კოკა-კოლას“ მიმართაც რომ გამოიჩინონ. ჩვენ როდესაც ფასიან ქაღალდებს გამოვუშვებთ, შევთავაზებთ წინადადებას და თუ კონკრეტული პირისთვის ეს მისაღები იქნება,იყიდის. ძალადობა ხომ არ არის?“-აცხადებს ჭყონია. მისი შეფასებით, სიტყვა გაფრთხილება არ ნიშნავს აკრძალვას.


ჭყონიას შეფასებით, ეროვნულ ბანკს სახელმწიფოში თავისი ფუნქცია აქვს, ის არის ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც არეგულირებს ფინანსებს, მათ შორის, იცავს აქციონერს. როგორც ჭყონია აცხადებს, ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება.


ამასთან, ბიზნესმენის განცხადებით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს. კითხვაზე, რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი და ხომ არ უშლის მის განვითრებას ხელს კომერციული ბანკები, ჭყონია განმარატვს, რომ თუ იქნება მოთხოვნა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით კომერციული ბანკებიც კი იქნებიან დაინტერესებული.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხიდან მოგება ყველა მხარემ უნდა ნახოს. საუბარია, საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე და კერძო ბიზნესზე.


„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა გაუთვიცნობიერებულობის გამო ყიდულობს სხვადასხვა ე. წ შარლატანური ორგანიზაციების აქციებს, საბოლოოდ კი ზარალდებიან. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა აბსოლურად სწორი განმარტება გააკეთა. იაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკი, როგორც მარეგულირებელი, ვალდებულია საზოგადოება გააფრთხილოს.


„ეროვნული ბანკი ვალდებულია თქვას - თქვენ შეაფასეთ რისკი, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს მიმზიდველია და მომგებიანია, განათავსეთ ფული, იყიდეთ აქცია და დაელოდეთ მისგან სარგებელს. თუმცა, თუ იზარალებთ ჩვენ გაგაფრთხილეთ. ეს ორ სუბიექტს შორის ურთიერთობაა და მოტყუების შემთხვევაში სახელმწიფოს ნუ მიმართავთ. ეროვნულმა ბანკმა ეს ბევრჯერ უნდა გაიმეოროს და რაც შეიძლება დიდმა რაოდენობამ უნდა გაიგოს “-აცხადებს იაშვილი.


მისი თქმით, გასაგებია სპეციალისტების აზრი, რომ ისედაც ცუდადაა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებული და ამ განცხადებამ შეიძლება მისი განვითარება კიდევ უფრო შეაფერხოს. თუმცა, ის კატეგორია, რომელიც ე.წ. მაღალმომგებიან აქციებს ყიდულობს და 5 თვემდე სარგებელს იღებს,  მერე კი კარგავს, არ არის ის კატეგორია,რომელიც მეორად ბაზარზე მიდის და რეალურ აქციებს ყიდულობს.


„ეს სხვადასხვა ხალხია. ეს უნდა გავმიჯნოთ. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია გააფრთხილოს. ამ განცხადების მიმართ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ“-აცხადებს იაშვილი.


კითხვაზე, თუ რატომ არ არის ქვეყანაში განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, იაშვილი პასუხობს, რომ ამის მიზეზი ქართული  ეკონომიკის მდგომარეობაა.


„ჩვენთან რამოდენიმე კომპანიაა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს მოხვდეს ლისტინგში და აქციების ემისია მოახდინოს. ჩვენი ეკონომიკა 80 პროცენტით იმპორტზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივი იმპორტიორი, რომელიც სხვის საქონელს ყიდულობს და აქ ყიდის, არ არის ის კატეგორია, რომელმაც აქციები უნდა გამოუშვას. ჩვენი ეკონომიკა არ იმყოფება განვითარების იმ დონეზე, რომ აქციებით ვაჭრობა მოხდეს. ამისთვის არც მოსახლეობაა მზად.“-აცხადებს იაშვილი.


მისი განცხადებით, დღეს ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა არ არის, ეს თუ იქნება, მაშინ მოწოდებაც გაჩნდება.


„ბანკები ყიდულობენ სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებს და მართლებიც არიან. ამით რეგულირდება მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა. ფასიანი ქაღალდები რეალურად ინფლაციის მართვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. რაც შეეეხება იმას, თითქოს ბანკები უშლიან ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას - შეიძლება უშლიან, მაგრამ ეკონომიკაში აქციებზე მოთხოვნა რომ იყოს, აუცილებლად გამოიცემა და მიეწოდება“-აცხადებს იაშვილი.


მისი თქმით, „საქართველოს ფინანსური სექტორი ლომბარდული სესხების ეტაპზე იმყოფება“.


შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველები რამდენჯერმა გააფრთხილა.


„ეროვნული ბანკი აფრთხილებს კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელონ შემდეგი ნაბიჯები:


1. მოითხოვონ პროსპექტის ასლი (არ მოახდინოთ ინვესტირება, თუ არ მიგიღიათ პროსპექტის ასლი);


2. დეტალურად განიხილონ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკი; (თუ კარგად არ გესმით რისკის ფაქტორები, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, უმჯობესია ნეიტრალურ   მესამე   პირთან);


3. უარი თქვან ინვესტიციის განხორციელებაზე თუ ვერ მოხერხდა რისკების ადეკვატურად შეფასება“, - აღნიშნულია შესაბამის განცხადებაში.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები