საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

access_time2017-10-27 14:00:00

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათასს მიაღწია - პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოზიტიურ ტენდენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიანს სასიხარულოა, რომ მათი ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასეთ ადგილებში დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ.


„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნახევარი უცხოელი ვიზიტორია, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს არის ნამდვილად ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით, როგორც შიდა ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს, პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის; ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის. რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას, ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მიკროგრანტების პროგრამა ან „უმასპინძლე საქართველოში, აქვს შესაძლებლობა, წამოიწყოს მცირე ბიზნესი და არჩინოს საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა 3 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყო ინფრასტრუქტურა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული; ასევე - სხვა მონაწილე უწყებებს.


პრემიერის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტში 15 ახალი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რაც ძალიან სასიხარულოა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მიწის საფასურიც, მაგრამ არსებობს ძალიან კარგი ტენდენცია - მოსახლეობა, თავიანთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაყიდვას, დარჩენას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტების გამოყენებას, ადგილზე ფეხის კარგად მოკიდებას და შემოსავლის გაჩენას არჩევს.






British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები