რუსთავის მერიაში ქალაქის ტურისტული პოტენციალის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2017-10-26 17:47:17

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის – „ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.


რუსთავის მერიის ცნობით, შეხვედრაზე პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ტურიზმი და რეალობის“ წარმომადგენლებმა რუსთავში არსებული ტურისტული რესურსების აღრიცხვის მიზნით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს და ვრცლად ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა აქტივობებზე.


შეხვედრას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



პროექტი – „ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა“, ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს რუსთავის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციას, ახალი, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შემნას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ ბიზნესში.


პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ „ტურიზმი და რეალობამ“ მოიკვლია როგორც ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ტურისტული რესურები, აღრიცხა მონაცემები, რომელიც საბოლოო ანალიზის შემდეგ, განთავსდება როგორც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ისე სხვა ტურისტულ ინტერნეტრესურსებზე. ასევე, იგეგმება ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირთა ტრენინგები, ტურისტული მარშრუტების შექმნა, კულტურული სპორტული, საგანმანათებლო ტურების, ტურისტული გამოფენების ორგანიზება და ელექტრონული რუკების მომზადება. ორგანიზაცია რუსთავში ტურისტული პოტენციალის განვითარების და ამ კუთხით ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით, შეიმუშავებს რეკომენდაციებსაც.


პროექტს ა(ა)იპ ტურიზმი და რეალობა“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.






ქვეყნისთვის გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანების სოციალური დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა

person access_time2018-01-17 10:30:05
დონატა პანჩენკო რამდენიმე წელიწადია თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ერთ დროს, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული იყო. ის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი პიონერია. “წუნა და წრუწუნას” ანიმატორი ახლა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ სრულიად მარტოა. ​”რაზე უნდა ვიოცნებო? – ახალგაზრდა რომ ხარ, მაშინ ფიქრობ, სიყვარულზე, გათხოვებაზე და შვილზე. მე არავინ და არაფერი არ მაქვს, ჩემი თავის გარდა”, – ჰყვება დონატა...

თბილისის მერიაში, მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

person access_time2018-01-17 09:00:00
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს...

„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

„საბანკო სექტორს კლიენტებთან მკაცრი მიდგომა აქვს, მთავრობა კი მას ხელს უწყობს“ - რატომ იზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა

person access_time2018-01-17 09:00:39
საქართველოში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თუ 2017 წლის 20 ნოემბრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 230 223-ს ჩანაწერი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 234 958-ს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% რომ გადახდისუუნაროა, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ფინანსური...


მსგავსი სიახლეები