ბორის ჯონსონი - საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა

access_time2017-10-23 19:10:11

„როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად“ - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ბორის ჯონსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ლონდონში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

 

ბორის ჯონსონის თქმით ბრიტანეთი დაინტერესებულია განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და ის უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. მისი თქმით საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის, "საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით შეხვედრის დროს. განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე გიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ გავააქტიუროთ თანამშრომლობა და მე მაქვს დიდი სურვილი ვეწვიო საქართველოს უახლოეს მომავალში"- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრექსიტის შემდგომ ორმხრივ სამართლებრივ ფორმატში განავითაროს შეთანხმებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

 

„ჩვენ ამაყი ვართ ვიდგეთ ბრიტანეთის გვერდით ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხში, ჩვენ ვავითარებთ, არა მხოლოდ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ  ჩვენს პარტნიორობას მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ ველით ბრექსიტის შემდგომ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნას მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სავაჭრო-ურთიერთობებს.

 

ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომების მიმართ. ველით თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას, მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ საქართველოში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ლონდონში 2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. ლონდონში მიმდინარეობს საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გაერთიანებული სამეფოს ევროპისა დ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა.



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები