Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

access_time2017-10-23 21:00:16

სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.

 

უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში ავტომფლობელები მთავრობისგან მანქანის ქონის უფლებას 10 წლით ყიდულობენ, რასაც „უფლებამოსილების სერტიფიკატი“ ეწოდება (Certificate of Entitlement). აღნიშნული სერტიფიკატი ლიმიტირებულად გაიცემა და მასზე აუქციონს მთავრობა ყოველთვიურად ატარებს.


საინტერესოა, რომ უფლებამოსილების სერტიფიკატზე მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში მისმა ღირებულებამ ავტომობილის ფასსაც კი შეიძლება გადააჭარბოს. ყველაზე მცირე ზომის ავტომობილის ფლობის უფლება ბოლო აუქციონზე $41,617-ად გაიყიდა.

 


ამისათვის ავტომობილებზე ლიმიტის დაწესების გარდა, მთავრობა კრინიგზითა და ავტობუსებით გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მომავალი 5 წლის განმავლობაში $21 მილიარდს დახარჯავს.

 

ამ ეტაპზე სინგაპურში ავტომობილების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი 0.25%-ს შეადგენს, რაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, 0%-მდე უნდა შემცირდეს.

 

 

 Bloomberg



„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...

ზონირება, ტრანსპორტი, ეფექტიანობის შეფასება - მერიის არქიტექტურის სამსახური გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებს

person access_time2018-01-15 17:00:26
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის შესახებ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს....


მსგავსი სიახლეები