კახა კალაძე: მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შევუდგები

access_time2017-10-23 15:52:44

თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცერდურების დასრულების შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიციის დროს ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით, გარდამავალ პერიოდში მოვემზადებით და ყოვედღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა“, - განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა.

 

რაც შეეხება ინფორმაციას იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ პოზიციას დაიკავებენ მერიაში, როგორც კალაძემ აღნიშნა, მათ შესახებდეტალურად უახლოეს პერიოდში ისაუბრებს.


 

კალაძის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური, პროფესიონალი და გამოცდილების მქონე ადამიანები და პროცესები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ღია და გამჭვირვალე იქნება.

 

„მერიაში იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები;უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც ძალიან ბევრი კომპენტენტური ადამიანი მუშაობს ამ სტრუქტურაში და მაქსიმალურად შევეცდებით,ქალაქის საკეთილდღეოდ ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და გამოხატული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.



„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...

ზონირება, ტრანსპორტი, ეფექტიანობის შეფასება - მერიის არქიტექტურის სამსახური გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებს

person access_time2018-01-15 17:00:26
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის შესახებ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს....


მსგავსი სიახლეები