კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

access_time2017-10-23 12:50:44

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები. 

 

„იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას უნდა ემსახურებოდეს, ნაკლები ბიუროკრატია, მეტი ინოვაცია და მეტი თანამედროვეობა, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კალაძე ამბობს, რომ ეს აუცილებლად იქნება.

 

„საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება და ჩვენს გუნდში პროფესიონალები იმუშავებენ. მერიაში არის ბევრი ისეთი ადამიანი ვინც კომპეტენტურია, პროფესიონალია“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 


შეგახსენებთ, „კომერსანტმა“ წინასაარჩევნოდ  დაწყებული პროექტის - რჩევები თბილისის მომავალ მერს, ფარგლებში მსხვილი ბიზნესმენების ნაწილი გამოკითხა.  ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიმართულება დასახელდა, რაზეც დედაქალაქის მომავალმა მერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

 

აღმოჩნდა, რომ  ბიზნესმენების ძირითადი ნაწილი თბილისის მომავალ მერს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ბიუროკრატიის შემცირებას ურჩევდა. მეორე რჩევა, რომელსაც ბიზნესმენები თბილისის მომავალ მერს ურჩევდნენ - თბილისის მერიის სისტემაში მომუშავე პირების კვალიფიკაცია იყო. შემდეგ იყო - თბილისის ბიუჯეტის გაზრდა,საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ეკოლოგია, K2 კოეფიციენტის  დახრუშჩოვკებისპრობლემის გადაწყვეტა.

 

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13% მიიღო. 

 

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 



„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...

ზონირება, ტრანსპორტი, ეფექტიანობის შეფასება - მერიის არქიტექტურის სამსახური გენგეგმასთან დაკავშირებით შენიშვნებს აქვეყნებს

person access_time2018-01-15 17:00:26
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის შესახებ საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია ის შენიშვნები, რომელიც თბილისის მერიას და შესაბამის სამსახურს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით აქვს....


მსგავსი სიახლეები