ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

access_time2017-10-23 09:00:39

სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.

   

ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი ლარია და ის 374 მილიონი ლარით აჭარბებს აგვისტოს მაჩვენებელს (2,7 მილიარდი), ასევე, 766 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2,3 მილიარდი ლარი).

 

სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და 2017 წლის 9 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1 996 130 000 ლარს ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავალი 1,7 მლრდ. ლარი იყო.

 

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – 1 148 560 000 ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი, თითქმის ორჯერ ნაკლებია და 625 699 000 ლარს შეადგენს. ასევე, მაღალ შემოსავალს იღებენ ბანკები არაპროცენტული შემოსავლებიდან, ამ მხრივ ბანკების საგებელმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 1 156 656  000 ლარი შეადგინა.

 

როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობიდან (ფიზ. პირები) მიღებულ შემოსავლებზე. კომერციული ბანკების პროცენტულ შემოსავლებში ფიზიკური პირებიდან მიღებული წილი - 57,5%-ს შეადგენს, მთლიან შემოსავლებში კი 36,4%-ს.


 

აღსანიშანვია, რომ ივლისში კომერციულმა ბანკებმა მოგების გადასახადის სახით  ბიუჯეტში სექტემბერში 5,8 მილიონი ლარი  გადაიხადეს. იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით კი კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 65,1 მილიონ ლარს უტოლდება. 

 

ფინანსისტის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, აღნიშნული მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ ბანკებს არა მოგება, არამედ უკვე ზემოგება აქვთ. „თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ცალსახაა, რომ ეს არის ფიზიკური პირების და მცირე-საშუალო ბიზნეს სექტორის ხარჯზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბანკები ძალიან მაღალ შემოსავალს იღებენ არასაპროცენტო ოპერაციებიდან როგორცი არის ჯარიმები, სხვადასხვა საკომისიოები, რაც უკვე მკვეთრად იძენს მზარდ ტენდენციურ ხასიათს. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმ ფართო გავრცელებულ აზრის სისწორეზე, რასაც ჰქვია - ღარიბ ქვეყნებში ბანკები უფრო მეტად მდიდრდებიან“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბერძენაძემ.

 

მისივე თქმით, „საქართველოში ბანკებს აქვთ ზემოგება, რაც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის უბრალოდ არალოგიკურია“.

 

„ძალიან საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიცია აღნიშნულ მონაცემებზე. საინტერესოა, რამდენად ლოგიკურად მიაჩნიათ საქართველოს მსგავს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში ბანკების ასეთი მაღალი მოგება? ეს ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებელია მათთვის, თუ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი ფაქტი? არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ აქვს ბანკებს მოგების ისეთი მაღალი მაჩვენებელი როგორც საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათზე არ მოქმედებს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, კრიზის ფონზეც კი ისინი წარმატებით ახორციელებენ მოგების მარჟის ზრდას“, - დასძინა ბერძენაძემ.

 

რაც შეეხება მოგების გადასახადს, ბერძენაძის თქმით, კომერციული ბანკებიდან სახელმწიფო დღეს ყველაზე ნაკლებ სარგებელს იღებს. „ გამომდინარე იქედან, რომ ბანკები დღეს მიეკუთვნება ყველაზე მომგებიან სექტორს, სახელმწიფო მათგან ყველაზე ნაკლებ სარგებელს იღებს, რადგან ისინი სარგებლობენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით. შესაბამისად, საქმე გვაქვს შემდეგთან - ბანკები, რომელთაც აქვთ მეტი შეღავათები, იღებენ მეტ მოგებას იმ დროს, როდესაც მათი წვლილი მცირე-საშუალო ბიზნესის განვითარებაში, რამაც უნდა მოახდინოს ეკონომიკური განვითარება, არის ძალიან მცირე. მეტი მოგება კი ნიშნავს ბანკების მხრიდან მეტ გავლენას სხვადასხვა სექტორზე, რაც თავისთავად ხელს უშლის სხვა სექტორის განვითარებას განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომელიც ბანკების ალტერნატივა უნდა იყოს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ირაკლი ბერძენაძემ.

 

 

„კომერსანტი“



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები