წინასწარი შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით პირველ ადგილზე კახა კალაძე, 17,46 %-ით მეორეზე კი - ალეკო ელისაშვილი გავიდა

access_time2017-10-22 11:01:15

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზე, 17,46 %-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.

 

ცესკომ 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულდა. დედაქალაქის მერის არჩევნებში კანდიდატთა ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ელენე ხოშტარია - 7,13 %; კახა კუკავა - 1,26 %; ზაალ უდუმაშვილი - 16,53 %; ირმა ინაშვილი - 3,02 %; გიორგი გუგავა - 0,96 %; დავით შუკაკიძე - 0,05 %; გიორგი ლილუაშვილი - 0,09 %; ნიკოლოზ სანებლიძე - 0,05 %; თენგიზ შერგელაშვილი - 0,25 %; გიორგი ვაშაძე - 1,9 %; ლაშა სტურუა - 0,18 %; კახა კალაძე - 51,06 %; ალექსანდრე ელისაშვილი - 17,46 %.




2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...

„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმევა, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...


მსგავსი სიახლეები