ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

access_time2017-10-22 03:41:06

ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4% მიიღო.


 

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, 165 უბნის შედეგების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილი ამომრჩეველთა ხმების 16,68% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა 16.6%. დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: ელენე ხოშტარია 7.39%; კახა კუკავა 1,26%; ირმა ინაშვილი 3,27%; გიორგი გუგავა 0,98 %; გიორგი ვაშაძე 1,085%. 



2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...

„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...

„მივიღე მტკივნეული გაკვეთილი - დისტანცია უნდა დავიჭირო იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკისგან, სადაც ჩემი ფონდი ოპერირებს“

person access_time2018-01-15 20:00:38
ჯორჯ სოროსის განცხადებით, იგი ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აპირებს - იდეოლოგიის, რომელსაც იგი „დომინანტს“ უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მილიარდერმა ინვესტორმა Financial Times-თან ისაუბრა. საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. „დეჟა ვუ მაქვს - მსოფლიოში დომინანტი იდეოლოგია კვლავ ნაციონალიზმია. ევროკავშირი დაშლის პირას არის, რუსეთი კი ძალას იკრებს - ქვეყანა, რომელიც ნაციონალიზმზეა დაფუძნებული,“ განაცხადა...

რეგულაციების დაწესება სათამაშოების ბაზარზე - რას ითხოვენ ქართველი მწარმოებლები ხელისუფლებისგან

person access_time2018-01-16 10:20:35
პოპულარიზაცია, წარმოების ზრდა და უსაფრთხო სათამაშოები — ეს ის საკითხებია, რის დაყენებასაც სათამაშოების ქართველი მწარმოებლები სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გაახმაურებენ. როგორ კომპანიებში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა წარმოების გაზრდისთვის და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. როგორც ცნობილია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და...


მსგავსი სიახლეები