საია - 18:00 საათისთვის არჩევნებზე ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

access_time2017-10-21 18:43:31

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღის 18:00 საათისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობისას ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.

 

საიას ცნობით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 52 საჩივარი უბანზე, 35 - ოლქში და 105 შენიშვნა.

 

გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები:

- თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა განმარტა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მისი ნების გარეშე შეიყვანეს;

- ვანის #53 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ არის გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მას განცხადება კომისიის სახელზე არ დაუწერია;

- გორის #99 უბანზე  გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერის არჩევნების გამოუყენებელ ბიულეტენებს  აკლდა ერთი ცალი ბიულეტენი;

- ზუგდიდის #46 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილ 2 ამომრჩეველს უბანზე მიაცემინეს ხმა.

 

მარნეულის #50 უბანზე სამი ტიპის დარღვევა დაფიქსირდა:

-  რეგისტრატორმა თავისი ბეჭდის ნაცვლად კომისიის მდივნის ბეჭედი გამოიყენა;

- რეგისტრატორს რამდენჯერმე გამორჩა სამაგიდო სიაში საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

 

 

მარკირებიანი ამომრჩევლების მიერ ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა:

ვაკეში (#29 და #52 უბნებზე) დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა მარკირებაგავლილ ამომრჩეველთა მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობას. კომისიებმა დროულად დააფიქსირეს აღნიშნული და არ მისცეს შესაბამის პირებს ხმის განმეორებით მიცემის უფლება.

 

 

ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი:

- ამომრჩევლის რიგითი ნომრების ჩანიშვნის ფაქტები კვლავ გრძელდება. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა მაგ. თბილისში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #28 უბანზე, ვაკის #29, #30, #50,  #52, „ქართული ოცნებისა“ და „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ  მსგავს ფაქტებს. მსგავსი ფაქტები ასევე დაფიქსირდა გურჯაანშიც;

- მთაწმინდის #8 უბანზე ჩვენი დამკვირვებლის შეკითხვაზე რატომ აგროვებდა ინფორმაციას, „ქართული ოცნების “ წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის რიგითი ნომრის მონაცემების ამოწერა მიზნად ისახავდა ამომრჩევლის კონტროლს. ამავე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საია მიკერძოებულ ორგანიზაციად მოიხსენიეს. ასევე დაადასტურა ინფორმაციის შეგროვების მიზანი (ამომრჩევლის კონტროლი) პარტიის წარმომადგენელმა ვაკის მე-20 უბანზე.

- ასევე, უბნის გარეთ ჯგუფურად დგანან პარტია „ქართული ოცნების“ აგიტატორები სიებით: წყალტუბოს #32, გურჯაანი #25, #27, #30, #35 #34,#45-ე უბნებზე, თელავის #24, #30, #33-#37, #38, #39 ,#54, რუსთავის #16 #17 უბანი.

 

 

დამკვირვებლებისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნა:

საბურთალოს #8 უბანზე საიას დამკვირვებელს, საჩივრის დაწერის შემდეგ, გაძევებით დაემუქრნენ.

 

საია მიმდინარე არჩევნების შესახებ შემდეგ განცხადებას 21:00 სთ-ზე გააკეთებს.

 

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები