გიორგი სამანიშვილი: „2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა“

access_time2017-10-21 10:00:05

„ღვინის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრადიციულ, ასევე, ახალ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.

 

რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ამდენი ღვინო არ გაუყიდია, არც თანხობრივად და არც რაოდენობრივად. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მიმდინარე რთველზე სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევა მოხდა. სამანიშვილის თქმით, სახელმწიფომ მცირე რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა, ისიც დაზიანებული.

 

„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ეს მხოლოდ ჩვენ ან სოფლის მეურნობის სამინისტრომ კი არა, მთლიანად სექტორმა გააკეთა. შეთანხმებულად მოვედით აქამდე, რომ რთველზე სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევა ყოფილიყო და გაყიდვებს ხელი მეტად შეწყობოდა. კერძო სექტორიდან ყურძენზე მოთხოვნა წელს საკმაოდ მაღალი იყო. სახელმწიფომ მხოლოდ მცირე რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა, მაგალითად, სეტყვისგან დაზიანებული. ზოგადად კი, მთლიანად მოსავალი კერძო სექტორმა აითვისა“, - აღნიშნავს სამანიშვილი.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველოდან ღვინის ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. სამანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნიდან 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინოა გასული: „ექსპორტი გაზრდილია ტრადიციულ ბაზრებზე. ახალ ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთზეც არის ზრდა, სადაც ხუთი წლის წინ ღვინო საერთოდ არ გადიოდა. დღეს კი ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა. ტრადიციული და ახალი ბაზრები ერთმანეთს ენაცვლებიან. სექტემბრის ბოლოს გაკეთებული ანალიზებით, ქვეყნიდან უკვე 50 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინოა გასული.“

 

მისივე თქმით, ექსპორტის ზრდასთან ერთად, ღვინის ხარისხი ნარჩუნდება: „ბოლო წლებში  ხარისხის კონტროლის საკმაოდ კარგი სისტემა შევქმენით. ფაქტობრივად, ექსპორტზე ვერ გადის ღვინო, რომელიც მკაცრ და ამასთანავე, მარტივი სერტიფიცირების პროცედურას არ გაივლის. ჩვენ კერძო კომპანიებთან ერთად მოვახერხეთ, რომ ექსპორტის ზრდის პარალელურად ხარისხი არ შემცირებულა.“

 

ამასთან, გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო საექსპორტო ბაზრებზე საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი.

 

„ქართული ღვინის ფასები საკმაოდ მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ყურძნის ფასია მაღალი. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის შეიძლება იყოს ის, რომ ქვეყანას მთაგორიანი რელიეფი აქვს და დიდი მასივები ნაკლებად გვაქვს. ყურძნის მოყვანა ძვირი ჯდება. საშუალო და ხშირად საშუალოზე ოდნავ მაღალ სექტორში ვართ. ეს მარკეტინგულად ჩვენი სამიზნე სეგმენტია და კარგი იქნება თუ აქ დავრჩებით“, - აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

 

 

კომერსანტი

 



British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები