თბილისიმარათონი 22 ოქტომბერს გაიმართება

access_time2017-10-19 09:50:58

თბილისის მერიისა და კომპანია ჰაიდელბერცემენტის გადაწყვეტილებით 2017 წლის თბილისიმარათონი, 22 ოქტომბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში 08:30 საათზე გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. წლევანდელი გარბენი მოიცავს:


 ნახევარ მარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი;

 10 კილო მეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;

 გუნდური ესტაფეტა - რეგისტრაციის საფასური - 100 ლარი;

 ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 12-15 წლამდე - 1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.

 

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს კასპში „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოახმარს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება! 2017 წლის თბილისიმარათონის რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ოქტომბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge

 

შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.

 


წლევანდელი ღონისძიების სპონსორები არიან, კომპანია „ვისოლ ჯგუფი“ - ვისოლი, ვენდისი, დანქინ დონათსი, კომპანია ალმა, კომპანია „ნაბეღლავი - „რაუხი“, „ბახმარო“, კომპანია DHL, კომპანია ორიფლეიმ ჯორჯია, საინფორმაციო ცენტრი 11808, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“,
VTB ბანკი, დავით ტატიშვილის გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფიტნეს ცენტრი „World Class“, ლუდსახარში „ზედაზენი“, რადიო „ჯაკო“, „აჭარასპორტი“, myvideo.ge, TKT.ge, საინფორმაციო ცენტრი my.ge, სასტუმრო „ქრაუნი პლაზა“, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „რუმზ ყაზბეგი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „კოლიზეუმი მარინა“, სასტუმრო „რიქსოსი ბორჯომი“, ტურისტული კომპანია „ნიუკაზი“, კომპანია „თაიმი“, Oshee, Vitamin Well, სპორტული მაღაზია „სითი სპორტი“, მაღაზია „ეფლ სითი“, მაღაზია Bike.ge, ელიტ ელექტრონიქსი, მაღაზია „ველო+“, Smart Photos. თბილისიმარათონის მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია
„იმედი“.

 
„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონზე“, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 2500-ზე მეტ მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

 

 



British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები