პარლამენტმა პრეზიდენტის მეათე ვეტოც დაძლია

access_time2017-10-13 16:57:15

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და შედეგით 8 მომხრე, 110 წინააღმდეგი - ჩააგდო. ამის შემდეგ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია დადგა, რომელიც უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.

 

ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.



პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი დღეს დაახლოებით 5 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო.

 

პრეზიდენტს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით 6 მოტივირებული შენიშვნა ჰქონდა - „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული და ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხები - გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსსისტემის გაუქმება, ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. ასევე ოპოზიციასთან შეთანხმებული 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის გადავადება.



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები