პროექტ ART FROM GEORGIA–ს ფარგლებში ამბროლაურის აეროპორტში გამოფენა გაიხსნა

access_time2017-10-13 16:33:50

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში პერიოდულად მოეწყობა ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა, რათა საქართველოს ყველა სტუმარს, ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, გაიცნოს საქართველოს კულტურა და იქ მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება. ეს იდეა გიორგი კვირიკაშვილმა 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე გააჟღერა.

 

როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირველი ასეთი გამოფენის ადგილად ამბროლაურის ახალი აეროპორტი შეირჩა, სადაც 13 ოქტომბერს ონში მცხოვრები 18 წლის ახალგაზრდის - ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი და მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

„პრემიერ მინისტრის მიერ გაჟღერებული იდეა მართლაც შესანიშნავია. ის  საშუალებას აძლევს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავიანთი ნამუშევრები წარმოუდგინონ საქართველოს სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი გაცნობა ამ კუთხის, ამ რეგიონის და მთლიანად  საქართველოსი მოხდება ამ ახალგაზრდა ადამიანების ნამუშევრებით. მინდა ზაურ გამყრელიძეს ვუსურვო წარმატებები, ჩვენი მას და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას, რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს დავუჭერთ. ეს არის პირველი მაგალითი, უახლოეს მომავალში მსგავსი გამოფენები მოეწყობა საქართველოს სხვა აეროპორტებშიც. მინდა, ბატონ პრემიერ მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი პროექტის ინიცირებისთვის“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

 

რეგიონის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რაჭაში ასეთი  მიდგომები   გაგრძელდეს. „ჩვენს მხარეს  აქვს გამორჩეული ტრადიცია ხელოვანი ხალხის მიმართ, გასახარია,  რომ  ზაურ გამყრელიძე გამოირჩევა განსაკუთრებით ნიჭიერებით  და ხელისუფლების პოლიტიკაც  სწორედ ასეთი  ახალგაზრდების წახალისებისკენ, სტიმულის მიცემისკენ არის მიმართული“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

„ ეს მართლაც ძალიან კარგი  პლატფორმაა,  რომ აღმოვაჩინოთ ახალი სახეები და სახელები და მათი ნამუშევრებიც პოპულარული გახდეს როგორც  ქართულ საზოგადოებაში,   ისე  ჩამოსული ტურისტებისთვის. ნამუშევრებით აღფრთოვანებული ვარ, მართლაც საინტერესოა, ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავ ამ ადამიანში“ – განაცხადა კახა კანდელაკმა.

 

 

ზაურ გამყრელიძემ პლასტილინით ქანდაკებების ძერწვა 14 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ძერწავდა ათასგვარ ფიგურებს − იმ დღემდე, ვიდრე ყველა ძველ ნამუშევარს პლასტილინის ერთ დიდ გუნდად აქცევდა. ძველს რომ შეელია, ზაურის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო: პირველი ქანდაკება 2013 წელს შექმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მიმდინარე წლის ზაფხულში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

 

 

„ჯერ კიდევ ბაღის ასაკში დავიწყე პლასტილინით მუშაობა, თავიდან ეს იყო ბავშვური გართობა, 14 წლის ასაკიდან კი უფრო სერიოზული სახე მიეცა და კონცეპტუალური სკულპტურების გაკეთება დავიწყე.  დღევანდელ გამოფენაზე  20 ნამუშევარია წარმოდგენილი და პროექტART FROM GEORGIA –ს ფარგლებში უკვე მეორე პერსონალური გამოფენა იხსნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ყველა ორგანიზატორს და ავტორს.  ახალგაზრდა არტისტებისთვის მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ თავიანთი შემოქმედება გამოფინონ ასეთ სივრცეებში,  სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, მათ შორის ბევრი უცხოელიც“, – განაცხადა ზაურ გამყრელიძემ.

 

ამბროლაურის აეროპორტში ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ინიცირებული პროექტი სახელწოდებით ART FROM GEORGIA მომავალი წლის იანვარში კიდევ უფრო ფართოდ ქუთაისის აეროპორტში გაიშლება, სადაც წარმოდგენილი იქნება იმერეთის რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება.

 

 

 

 

 



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები