ბიზნესი და ინვესტიციები – თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვა

access_time2017-10-13 17:00:00

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა სპეციალური  კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში  მერობის კანდიდატებმა ორგანიზაციის მიერ შედგენილ კითხვარს უპასუხეს, რის შემდეგაც დაპირებები პოლიტიკის ექსპერტებმა შეაფასეს. შედეგები კი, ვებ- გვერდზე partiebi.ge განთავსდა. მიზეზი ამომრჩევლისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების გაიოლებაა.

 

 

„კომერსანტი“ გთავაზობთ თბილისის მერობის კანდიდატების ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქში ბიზნესი და როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. (წყარო: partiebi.ge)

 

 

გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველო“: „XXI საუკუნის ეკონომიკა წარმოუდგენელია ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების გარეშე. ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას გასცდე ქალაქისა თუ ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს და საკუთარი პროდუქტი მსოფლიოს შესთავაზო. მცირე მოსახლეობისა და დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე ქვეყნების ეკონომიკებისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი საერთაშორისო პროექტები. თბილისი უნდა იქცეს ინოვაციური სტარტაპების ჰაბად. ამ მიზნით, ქალაქის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო სტარტაპ ფონდების თანამშრომლობით გაიმართება ყოველწლიური ფორუმი ინოვაციური პროექტების გამოსავლენად“.

 

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო“: “ევროპული საქართველო” ბიზნესის ხელშეწყობისთვის ქონების გადასახადს 10%-ით შეამცირებს. „საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ“ (Public-Private Partnership) “ევროპული საქართველოს” ინიციატივის ფარგლებში, თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორისთვის გარკვეული გარანტიების მიცემაში, რისკების გადანაწილებასა და ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებაში.

 

განახლდება ქალაქის ისტორიული უბნების - მაგალითად, მეტეხის უბნის, ხარფუხის, მაჭრისხევის - რეაბილიტაცია და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. ტურისტულად მიმზიდველ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციით, მათ მესაკუთრეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, წამოიწყონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები ისევე, როგორც ეს მოხდა კალაუბნის, აბანოთუბნის, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ.

 

ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საფეხმავლო სივრცეების მოწესრიგებას იმგვარად, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იყოს რეაბილიტირებულ სივრცეებში ახალი მცირე ბიზნესების შექმნა (პატარა კაფეები, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სავაჭრო დახლები, მოწესრიგებული გარევაჭრობის ადგილები), რაც ქალაქში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსხვილი ინდუსტრიული საწარმოები ქალაქის ფართობის 17,4%-ს იკავებდა. მათი დიდი ნაწილი დაიხურა, რამაც განაპირობა ქალაქის ფარგლებში უფუნქციო ტერიტორიების, ე.წ. “ბრაუნფილდების” გაჩენა. მოცემული ადგილების გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციული, ასევე მუნიციპალური პროექტებისათვის, მათ შორის, სარეკრეაციო ზონების, საზოგადოებრივი სივრცეების, სოციალური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. თბილისში „ბრაუნფილდები“ ქალაქის თითქმის მთელს სიგრძეზე, მტკვრისა და რკინიგზის დერეფნის გასწვრივაა განლაგებული. ისინი იწვევენ ქალაქის სტრუქტურის ფრაგმენტაციას და უარყოფითად მოქმედებენ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების პოტენციალზე. მოცემული პრობლემის მოგვარება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რაც დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“.

 

 

ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“: „თბილისი უნდა ვაქციოთ უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქად. შესაბამისად, ვგეგმავთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას. კომფორტული გარემო უკვე ნიშნავს ბიზნესის სტიმულირებას, რაც ახალ,  ეკონომიკურად აქტიურ ზონებს, ინვესტორების წახალისებას და სპეციალური საინვესტიციო პროექტების შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევიმუშაოთ ახალი საინვესტიციო პროექტები. ერთ-ერთი ასეთი პროექტია შემოვლითი რკინიგზის ადგილის განვითარებისა და დასაქმების ახალ ზონად გარდაქმნა. გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ვგეგმავთ  მაგისტრალური ზონის განვითარებას, დაინტერესებული პირებისათვის უფასო პროექტების შეთავაზებას მცირე ბიზნესის წამოსაწყებად და აღნიშნულ ზოლზე ქონების გადასახადის გაუქმებას სამი წლის ვადით“.

 

 

თენგიზ შერგელაშვილი, „შენების მოძრაობა“: „თბილისში თანაბრად უნდა ვითარდებოდეს ცენტრიც და გარეუბნებიც. ჩვენ დავნერგავთ კერძო სექტორის მასტიმულირებელ ღონისძიებათა ერთობლიობას (პაკეტს) იმისათვის, რომ ქალაქის ყველა უბანში გაჩნდეს მუნიციპალური სერვისები, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების არეალები, სავაჭრო ცენტრები, საბანკო მომსახურების დაწესებულებები, სპორტული, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტები.

 

ჩვენ თბილისის ბიუჯეტიდან ბიზნესის სტიმულირებისთვის გამოვყოფთ მცირე ბიზნესის განვითარების ფონდს. ფონდი მოხმარდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას სპეციალური პროგრამების მეშვეობით, ინვესტიციების წახალისებას და ინვესტორთა მხარდაჭერას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. აქცენტი გაკეთდება თბილისის პრიორიტეტულ ტერიტორიებზე კომერციული ობიექტების ხელშეწყობაზე, რაც ხელს შეუწყობს მრავალფუნქციური გარემოს შექმნას მოსახლეობისთვის სხვადასხვა უბანში და თბილისის პოლიცენტრულ განვითარებას. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დედაქალაქში მცირე ბიზნესის განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომელიც მოიცავს: ბიზნესის საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის უნარების მოკლევადიან კურსს, სხვადასხვა სპეციალურ სასწავლო პროგრამას, ასევე მცირე ბიზნესის საკრედიტო დაწესებულებებთან საგარანტიო უზრუნველყოფისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების მსხვილ პროგრამასაც. მცირე ბიზნესის პროექტებისთვის მონეტარული საგარანტიო უზრუნველყოფის ფონდში სახსრების მოცულობა იმგვარად დაიგეგმება, რომ ჯამში მხარდაჭერა გაეწიოს 1,500-2,000 პროექტს საბანკო სესხის მიღებასა და საპროცენტო განაკვეთის შემცირებაში. ამ პროგრამის საფუძველზე დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა, სულ მცირე, 35-40 ათასი იქნება. ჩვენი პროგრამა მერიის, საბანკო დაწესებულებებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა სამმხრივ, კარგად გაწერილ თანამშრომლობას დაეფუძნება. ამასთან ერთად, ძირითადი აქცენტები გაკეთდება პროგრამის მონაწილეთა კარგად ინფორმირებულობაზე, ყველა პროცედურის ადვილად გავლის უნარების ფლობაზე, სუბიექტური ჩინოვნიკური გადაწყვეტილებების ალბათობის გამორიცხვასა და რეალური შედეგების წარმოჩენაზე. სპეციალურ ვებგვერდზე  განთავსდება ინფორმაცია  პროგრამაში ჩართულთა ვინაობის, მათთვის გაწეული დახმარების სახეობის შესახებ და უზრუნველყოფილი იქნება ამ პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობა. დაინტერესებულ პირებს ექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა, დასმულ კითხვებს კი ამომწურავი პასუხები თვეში ერთხელ გაეცემა“.

 

 

კახა კალაძე, „ქართული ოცნება“: თბილისის მერია შეიმუშავებს ქალაქის ქმედით ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც დაეფუძნება მუნიციპალური განვითარების გეგმას;

 

შემუშავდება და განხორციელდება ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა;

დაიგეგმება და განხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტები;

მოწესრიგდება სავაჭრო სივრცეები;

შემუშავდება და განხორციელდება ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების სტრატეგია;

გააქტიურდება თანამშრომლობა პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან;

ამოქმედდება საგრანტო პროგრამები მცირე და საშუალო მეწარმეობის, თვითდასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშესაწყობად;

მერია ყოველწლიურად დააფინანსებს 5,000 ადამიანისათვის პროფესიული და უწყვეტი სწავლების კურსებს ქალაქში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში, მათი კვალიფიკაციისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.

 

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს,  მათი პასუხი ბიზნესსა და ინვესტიციებთან დაკავშირებით  უცნობია.

 

ცნობისათვის, თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობისთვის კი 9 კანდიდატი იბრძოლებს– ალექსანდრე ელისაშვილი, კახა კალაძე, გიორგი გუგავა, ელენე ხოშტარია, ირმა ინაშვილი, გიორგი ვაშაძე, თენგიზ შერგელაშვილი, კახა კუკავა.

 

 

 

 



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები