ირანის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა

access_time2017-10-13 16:32:10

ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე, სეიდ ჰამიდ კალანთარმა, სოფლის მეურნეობის სამეცნეირო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან ერთად ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზები, წილკანსა და ჯიღაურაში დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილე ინ ვიტრო, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის და თესლისა დასარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის ლაბორატორიებს ესტუმრა და მათ მუშაობას გაეცნო.

 

როგორც "კომერსანტს" სამეცნიერო–კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტუმარს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აკვაკულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ნოდარ ხატიაშვილმა აღნიშნა, ტბორებსა და აუზებში თევზის მოშენების კუთხით, ირანს დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

 

სეიდ ჰამიდ კალანთარმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერა, ქართული მეღვინეობის ისტორიას გაეცნო და იშვიათი ჯიშების ყურძენი დააგემოვნა.

 

 



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები