იურისტებმა მომხმარებელთა უფლებებზე და მათი დაცვის სტანდარტებზე იმსჯელეს

access_time2017-10-13 14:32:18

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტი USAID-ის პროექტ G4G-ის მხარდაჭერით 2017 წლის 12 ოქტომბერს სასწავლო სემინარი –  „მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვის სტანდარტი“ ჩაატარა. 

 

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: მომხმარებლის ცნება და მისი სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მხარის ინფორმირების ვალდებულება წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და მისი სამართლებრივი შედეგები, სტანდარტული პირობები, ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები, ხელშეკრულების მხარეთა ინფორმირების სტანდარტი სადაზღვევო  და საბანკო ურთიერთობებში.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თამარ ლაკერბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სოლომონ მენაბდიშვილი - კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ზაალიშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამთა ტეფნაძე - ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი; ნინო ლიპარტია - სადაზღვევო კომპანია არდის იურიდიული დეპარმენტის უფროსი, თორნიკე ებანოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის კორპორაციული მართვისა და ზედამხედველობის იურისტი.

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა  მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა და პრაქტიკოს-იურისტებმა.

 

“თემატიკის შერჩევა განაპირობა იმ მრავალმა პრობლემურმა საკითხმა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებობს და დაგროვდა ბოლო წლების განმავლობაში. დღეს საქართველოში არ არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სპეციალური კანონი და მომხმარებელი იძულებული ხდება იდავოს   და მისი მოთხოვნების მხოლოდ სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და  ზოგადი ნორმების მითითებით დაასაბუთოს.


 

რეგულირების ნაკლებობა მხარეთა შორის დავის წარმოშობის საფუძველი ხდება, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან განსხვავებულია.  საქართველომ ასოცირების შეთანხმებით იკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი სავალდებულო წესების მიღება. კანონი მეორე მოსმენითაა მიღებული, თუმცა მისი საბოლოო სახით მიღება გაჭიანურდა.

 

ჩვენ დღეს პრობლემებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილებაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ევროპული დირექტივების, კონტინენტური ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციებისა და ევროპის მართლმართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ევროპული გამოცდილების გაზიარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტს მნიშვნელოვნად აამაღლებს“, - აღნიშნა, „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ.

 

„შეხვედრა მომხმარებელთა უფლებებსა და სამართლოს მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მომხსენებლები ამ სფეროს პროფესიონალები არიან. ამ შეხვედრაზე იმაზე უამრავი დაინტერესებული იურისტი მოვიდა.

 

ღონისძიება ერთდღიანია და ის მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხება.

 

ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლება დაცული უნდა იყოს და ასევე უნდა შეგვეძლოს, რომ ამ კუთხით უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. ამ კუთხით იურისტებისა და ადვოკატების გააქტიურებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“,  - განმარტა, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბუაძემ.

 

 

 



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები