5 ექსპერტის პროგნოზი თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით

access_time2017-10-13 12:39:39

კახი კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია - ასეთია თბილისის მერობის კანდიდატების სავარაუდო ოთხეული. თითქმის ყველა ექსპერტის „პოლიტიკურ ტოტალიზატორში" ფსონები სწორედ ასეა გადანაწილებული. უჭირთ მეხუთე კანდიდატის დასახელება, თუმცა მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. 

 

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ტენდენცია როგორც ვითარდება იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავრაუდოდ, ხუთეული ასე გამოიყურება: კახი კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია და შემდეგ რამდენიმე კანდიდატი მცირე შედეგით. მათ შორის არიან კუკავა, ინაშვილი და შეიძლება კიდევ სხვა. პოლიტოლოგის აზრით, მთავარი ინტრიგა ისაა, შედგება თუ არა საერთოდ მეორე ტური. „მეორე ტური თუ გაიმართა და გავიდა ელისაშვილი, შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას სახელისუფლო კანდიდატს. უდუმაშვილის შემთხვევაში შედარებით იოლად გამოვა. ჩემი პროგნოზით კი, მეორე ტურში, დიდი ალბათობით, ხმები საკმაოდ დაქსაქსული იქნება. "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც კახი კალაძე წარადგინა მერობის კანდიდატად. ამას სჯობდა, საერთოდ ნულოვანი კანდიდატი წამოეყენებინათ, რომელსაც შეიძლება არ ჰქონოდა რეიტინგი, მაგრამ არც ხალხი ყოფილიყო უარყოფითად განწყობილი", - აღნიშნავს ხუხაშვილი.



ანალოგიურ პროგნოზს გამოთქვამენ ექსპერტები ხათუნა ლაგაზიძე, გია ნოდია და ვახტანგ ძაბირაძე. ხშირად განსხვავებული მოსაზრების მიუხედვად, დღეს კანდიდატებთან დაკავშირებით მათი აზრები ემთხვევა. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პირველი იქნება კალაძე, შემდეგ ელისაშვილი, უდუმაშვილი, ხოშტარია. „მეხუთე კანდიდატთან დაკავშირებით გამიჭირდება პროგნოზი. უფრო ოთხეულს ვხედავ, ვიდრე ხუთეულს - მეხუთე ვინ იქნება, ნამდვილად არ ვიცი. მეორე ტური ალბათ იქნება და, ჩემი აზრით, კალაძის წინააღმდეგ ელისაშვილი იბრძოლებს“, - ამბობს ძაბირაძე.



ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, პირველზე კალაძეა, მეორე ადგილზე გასვლის თითქმის თანაბარი შანსი აქვთ ალეკო ელისაშვილს და ზაალ უდუმაშვილს, „ამიტომ ამათგან კონკრეტულად ვინ იქნება, თქმა რთულია. შემდეგ მოსდევს ელენე ხოშტარია, სხვებზე ვერაფერს გეტყვით. დანარჩენები ვერ ხვდებიან საპატიო 2%-შიც კი. მაგრამ ამათგან შედარებით მაღალი შანსი აქვს ვაშაძეს. მეორე ტური დღვანდელი გადასახედიდან იქნება, თუ რაიმე არ დადგა "ოცნებამ" ან "ნაციონალურმა მოძრაობამ“, - აცხადებს ლაგაზიძე.

 

კანდიდატების ხუთეულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმისაგან პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ თავი შეიკავა. რაც შეეხება მეორე ტურს, ამბობს, რომ შესაძლოა, არც გაიმართოს და „კალაძემ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს“. სოსო ცინცაძის თქმით, ეს მკითხაობაა, ამიტომ ვერაფერს იტყვის. „არ არის გამორიცხული, მეორე ტური არ გაიმართოს, ვინაიდან ნარმანიასთვის პროგრამა მაქსიმუმი იყო გამარჯვება, კალაძე კი ტრიუმფალურ გამარჯვებას აპირებს და ეს მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც შეიმჩნევა. უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნარმანიას კამპანია იყო“, - ამბობს ცინცაძე.

 

გია ნოდიას აზრით, თბილისის მერობის კანდიდატების პირველი ხუთეული ასეთია: კახი კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია და ირმა ინაშვილი. „მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება, თუმცა ვისა და ვის შორის, არ ვიცი, მიჭირს პროგნოზი“, - განმარტავს ნოდია.

 

„რეზონანსი“



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები