გენადი არველაძე: გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე

access_time2017-10-13 12:54:17

წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლისიანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 %მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, საგრძნობლად არისგაზრდილი 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლებიც. 2017 წლის 9 თვეში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5 627.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასულ თვეს, 2017 წლის სექტემბერში ექსპორტი 27.2%-ით, ხოლო იმპორტი 5,5%-ით გაიზარდა. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა:ფეროშენადნობის (97%), სპილენძის მადნების (28%), სამკურნალო საშუალებების (35%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (56%), სპირტიანი სასმელებისა (29%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.

 

,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმადადებითმა ტენდენციებმა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე,- განაცხადა გენადი არველაძემ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორისტურიზმსა და ფულადგზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

 

გენადიარველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება აღნიშნულ ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე.



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები