ბია”-ს ორგანიზებითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, “აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი” იმართება

access_time2017-10-13 12:40:04

 

ბია”-ს ორგანიზებითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, სასტუმროში “ბილტმორ თბილისი”, “აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი” იმართება, რომლის მიზანია საქართველოში თოთოეული დარგის განვითარება და ბიზნესისთვის სოლიდური პლატფორმის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით კავშირების გასაფართოვებლად და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გასაზიარებლად.

 

ფორუმს გახსნის ბიას გენერალური დირექტორი აიეტ კუკავა, ხოლო ეკონომიკისთვის სალიზინგო მომსახურების მნიშვნელობაზე ისაუბრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი. ბიას ფორუმზე უკვე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნეს წარმომადგენელი და უცხოელი დელეგატები მეზობელი  ქვეყნებიდან. ფორუმი დელეგატებს მისცემს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ სამშენებლო, აგრო, სამედიცინო, სატრანსპორტო და “ჰორეკა” სექტორისთვის საჭირო ტექნიკის მომწოდებლებსა და დილერებს, აქვე გაეცნონ ლიზინგის მომსახურების უპირატესობას, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს და ისარგებლონ კონკურენტული შეთავაზებებით.

 

ღონისძიების მიზანია იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზება მეწარმეებისთვის ტექნიკური პარკის განსაახლებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის და გაეცნონ მიმდინარე და სამომავლო ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს, ხოლო მონაწილეები შეძლებენ შეხვდნენ პოტენციურ მომხმარებლებს და ახალ პარტნიორებს. ბიას კონფერენციის პარალელურად გაიმართება მომწოდებლების გამოფენა, ასევე შესაძლებელი იქნება აღჭურვილობების მომწოდებლებთან და სალიზინგო კომპანიებთან B2B შეხვედრების დაგეგმვა წინასწარ ვებ-აპლიკლაციის მეშვეობით, რომელიც გააქტიურდება 7 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე biaforum.ge-ზე.

 

ბიას ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება და ერთ სივრცეში აერთიანებს ინვესტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და მთავრობის წევრებს.

 

2017 წლის მარტში ბიას მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმს 10 ქვეყნიდან 450-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. სს. “ბია” - ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო 15 წელია წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიებისა და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში. “ბია” ფლობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად ორენოვან ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ 32 000-მდე იურიდიულ სუბიექტზე.

 

 



პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებენ

person access_time2017-12-18 11:00:16
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი − 5 065 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის...

მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...


მსგავსი სიახლეები