“IMF -ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელს ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება”

access_time2017-10-13 11:50:38

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე წერს.



„კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


IMF -ის პროგნოზი! საქართველო 2022 წლის ჩათვლით ეკონომიკური ზრდის ლიდერი ხდება
1. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელს ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება

 

• 6 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 32.1%-ით მოიმატებს და 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19 მილიარდ 156 მილიონი ლარი გახდება.

 

• სსფ-ის პროგნოზით, საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ზემოაღნიშნული რეგიონების ლიდერი არა მხოლოდ 2017-2022 წლებში იქნება, არამედ ის ლიდერობას შეინარჩუნებს ყოველ მომდევნო წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, ანუ, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპის მიხედვით პირველობას არ დათმობს 2018-2022, 2019-2022, 2020- 2022, 2021-2022 და 2022 წლებში.


 

• აღსანიშნავია, რომ ბოლო 2013-2016 წლებში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად საქართველო ეკონომიკა გაიზარდა. მაშინ როცა 2004-2012 წლებში ამ მაჩვენებლით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ბოლო ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა აზერბაიჯანს და სომხეთს. 2004-2007 წლებშიც კი, როცა წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპი ფიქსირდებოდა, საქართველო ასევე ბოლო ადგილზე იყო და მას სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა მკვეთრად უსწრებდა. კერძოდ, 2004-2007 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა 134%-ით გაიზრდა, სომხეთის- 62%-ით და საქართველო კი 43%-ზე ნაკლებით .

 

2. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10 ათას დოლარს და 10 105.57 დოლარს გაუტოლდება. (მსყიდვეულნარიანობის პარიტეტი გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლას ამერიკის შეერთებული შტატების ფასებით. ასეთ, ერთიან საფასო სისტემაში ყველა ქვეყნის მშპ-ს გამოთვლა ქვეყნების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა და კეთილდღეობის ეკონომიკური საზომია )

 

3. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლისთვის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით საქართველოს რეალური მშპ (ანუ მუდმივ ფასებში დათვლილი) 12 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება.
წყარო:IMF   - წერს ეკონომისტი

 

 



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები