"ტექდათვალიერება, პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ჩაუტარდეს"

access_time2017-10-13 11:10:02

 

2018 წლის იანვრიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ძალაში შევა.

 


უკვე ცნობილია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი და ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი 90 პროცენტი ანუ 1,08 მილიონი ავტომობილი 10 წელზე დიდი ხნისაა, აქედან 46.1 პროცენტი ანუ 550 ათასი ავტომობილი - 20 წელზე ძველია. ძველი ავტომობილების მფლობელები შიშობენ, რომ მათი მანქანა ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის, თუმცა დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ავტომანქანის ასაკი ინსპექტირების დროს გადამწყვეტი სულაც არ იქნება. ამის თაობაზე

 

„ბიზნესპრესნიუსი“ შპს „ეკოტრანსპორტცენტრის“ დირექტორს ვასილ ურუშაძეს ესაუბრა:

 

„ტექნიკურ ინსპექტირებას ყველანაირი ავტომობილი გაივლის, რომელიც მოწესრიგებული და გამართულია. ავტომობილის ასაკი აქ არაფერ შუაშია: შეიძლება მანქანა 30 წლის და უფრო მეტი ხნისა იყოს, მაგრამ ტექნიკურადაც გამართული იყოს და ტექდათვალიერებაც თავისუფლად გაიაროს. ამავე დროს, შეიძლება ავტომობილი 2-3 წლისა იყოს, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყოს. პირველ რიგში ეს უნდა ითქვას თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებზე, მათი უმეტესობა გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ მათი ტექნიკური მდგომარეობა სავალალოა: ყვითელი მიკროავტობუსების ძრავის, სამუხრუჭე სისტემის და სხვა ნაწილების მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა, უმეტესობა შემოწმებას თავს არიდებს და კანონს არ ასრულებს. ამიტომ, ტექდათვალიერება პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებრივ ტრანსპორტს დასჭირდება“, - ამბობს ვასილ ურუშაძე.

 

მისი თქმით, რეფორმის მიმდინარეობა დაინტერესებულ პირებს შორის ბევრ კითხვას ბადებს.

 

„რა თქმა უნდა, ტექდათვალიერების შემოღება საჭიროა, რადგან მისი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაა, თუმცა ამ ყველაფერში სერიოზული არაპროფესიონალიზმი იგრძნობა. ამიტომ, არა მგონია საქართველოში ამ რეფორმამ იგივე შედეგი მოგვცეს, რაც განვითარებულ ქვეყნებში მიიღეს. რეფორმას არ ჰყავს კონკრეტული პირი, ან უწყება, რომელიც მის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი იქნება. პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ, თანაც, რეფორმას მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონია. ბევრს უჩნდება განცდა, რომ ეს წარსულში არსებული მანკიერი პრაქტიკის განმეორება იქნება, ბევრი მძღოლი ხარჯის გაწევას თავს არიდებს და ტექნიკური შემოწმების წინააღმდეგია, ამიტომ, მოსახლეობაში აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება აუცილებელია“,- აღნიშნავს ვასილ ურუშაძე.


საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც აცხადებს, რომ ჩვენი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირება რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს.

 

„შედეგი, რომელსაც მოუწესრიგიებელი ავტომობილების გამო ვიმკით, გაცილებით მძიმეა იმ დანახარჯთან შედარებით, რასაც ავტომობილების ტენიკური ინსპექტირება მოითხოვს. მძღოლები ამ ხარჯს მოერევიან, დაზიანებული ჯანმრთელობის აღდგენა კი - ხშირად შეუძლებელია. სასწორის ერთ მხარესაა პრობლემები, რასაც მავნე გამონაბოლქვი იწვევს, მეორე მხარეს კი - დანახარჯები, რომელიც ავტომობილის მფლობელმა უნდა გაიღოს. თითოეული ჩვენთაგანი და სახელმწიფო ჯანმრთელობაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ავტომობილების გამართვაზე დაიხარჯება. როდესაც მძღოლი დადის ავტომანქანით, რომელიც შავად ბოლავს, ის პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეა, რადგან იცის, რომ წამლავს გარემოს, ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. შეუძლებელია, ჩვენი მძღოლებისგან დღესვე მოვითხოვოთ გერმანული სტანდარტი, რომელიც უმაღლესია - ეს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ ეს პროცესი ეტაპობრივი უნდა იყოს: უნდა დაიწყოს დაბალი სტანდარტებით და თანდათან ავიდეს მაღალ სტანდარტამდე, მავნე გამონაბოლქვის პრობლემა კი, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“, - მიიჩნევს დავით მესხიშვილი.
მისი აზრით, ამ სფეროში უამრავი პრობლემაა და მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი საწვავის ხარისხია.

 

„თუ მანქანაში უხარისხო, დაბინძურებულ ბენზინს ასხამთ, ის მოუწესრიგებელ ავტომობილზე არანაკლებ ზიანს მიაყენებს ადამიანებს, ამიტომ საწვავის ხარისხს ისეთივე ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორც ავტომანქანის გამართულობას. ჩემი მანქანაც ძველია - 17 წლისაა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ მოვაწესრიგო და ნორმალური საწვავი ჩავასხა, რომ ჩემი მიზეზით ვინმე კიბოთი არ დაავადდეს. კარგია, თუ ყველა მძღოლი ამაზე იფიქრებს“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

 

 

bpn.ge



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები