კახა კალაძე განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2017-10-12 20:57:02

კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს.

 

„ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე გაგრძელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება.

 

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას.


 

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტურისტული მარშუტების კონცეფცია.

 

მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის სათანადად წარმოჩენა, არამარტო მოსახლეობის ჯიბეზე, არამედ ქალაქის ბიუჯეტზეც აისახება, რაც აუცილებელია ახალი პროექტების განხორციელებისათვის.

 

კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული იქნება.

 

„მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა - არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ ტურისტულ მიმართულებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო.

 

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები