„ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილი იზრდება“ - რას უკავშირებენ თამბაქოს იმპორტიორები მოხმარების 25%-იან შემცირებას?

access_time2017-10-13 10:20:29

საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა. ფინანსთა მინისტრის მონაცემებით, კლება დაახლოებით 25%–ს შეადგენს. მოხმარების და შესაბამისად, გაყიდვების შემცირებას ადასტურებენ იმპორტიორ კომპანიებშიც, თუმცა აცხადებენ, რომ კლება ძირითადად იმის ხარჯზე მოხდა, რომ მომხმარებლები მაღალფასიანი სეგმენტიდან დაბალფასიან სეგმენტებზე გადავიდნენ. იმპორტიორები  კიდევ ერთ პრობლემად ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილის ზრდას ასახელებენ.

 

 „საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, თქვენი პოზიცია გვაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორია კომპანიაში გაყიდვები, რამდენად რეალურია აღნიშნული ციფრი? საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია და საზოგადოებისთვის უცნობია, რომელ ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა ფინანსთა მინისტრი, რადგან ექსპერტები დიდი ხანია მთავრობას მწეველთა რაოდენობის აღრიცხვის წარმოებას ურჩევენ, რაც მათი ინფორმაციით ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს.

 

„მე არ ვიცი რა სტატისტიკაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში საერთოდ არ გაგვაჩნია და არ მიმდინარეობს მწეველთა რაოდენობის აღრიცხვა. ერთადერთი ორიენტირი, რითაც მწეველთა რაოდენობაზე შეგვიძლია ვიმსჯევლოთ, ეს არის თამბაქოს იმპორტი ქვეყანაში, რამდენია ახლა და რამდენი იყო წინა წელს. ამით შეგვიძლია გარკვეული დასკვნა გამოვიტანოთ მწეველთა რაოდენობაზე, რაც რა თქმა უნდა, ზუსტ მონაცემს ვერ იძლევა. ამაზე დაყრდნობით ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით დაახლოებით სურათს მწეველთა რაოდენობაზე, რაც სახარბიელო არ იყო, ანუ ფასის ზრდა რაოდენობის შემცირებას ვერ განაპირობებდა“,-აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით  საქართველოში თამბაქოს და მთლიანად თამბაქოს ნედლეულის იმპორტი (მათ შორის სიგარები და ა.შ.) შემცირებულია 1.6%, კერძოდ საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 109,159.0 ათასი დოლარის თამბაქო და თამბაქოს ნედლეული, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 107,326,5 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხბა 2017 წელს იანვარ-აგვისტოში თამბაქოს და თამბაქოს ნედლეულის იმპორტმა 53,978.2 ათასი დოლარი შეადგინა.

 


თუ თამბაქოს მოხმარება 25%-ით  შემცირდა, ლოგიკურია, რომ თამბაქოს მწარმოებლებსა და იმპორტიორ კომპანიებზე შესაბამისად უნდა ასახულიყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას საქართველოში „ჯეი-თი-აის“ (ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალის)  კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია აცხადებს, ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაზე ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ თამბაქოს მომხმარებლები მაღალფასიანი სიგარეტიდან დაბალფასიანზე გადავიდნენ.

 

„აქცისზე ფასის გაზრდის  შემდეგ გაყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება სეგმენტებს შორის გადანაწილების კუთხით. უფრო მაღალფასიანი თამბაქოდან მომხმარებლები გადადიან საშუალო და დაბალფასიან სიგარეტზე“,-ამბობს ივა ხასია.

 

 წლევანდელ შედეგებზე ვერ საუბრობენ, თუმცა გაყიდვების შემცირებას ადასტურებენ „ფილიპ მორის საქართველოს“ წარმომადგენლობაში.

 

წელიწადი არ არის დასრულებული, ამიტომ წლევანდელ შედეგებზე ვერ ვისაუბრებ. მაგრამ ზოგადად ახლა რომ ვუყურებ ტენდენციას, შემცირებულია. შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციზის გადასახადი გაიზარდა“, - განუცხადა „კომერსანტს“  კომპანიის წარმომადგენელმა ნონა მამულაშვილმა.

 

თუმცა შესაძლოა, ძველი პრაქტიკა იმპორტის დათვლის შედეგად მწეველთა რაოდენობის დაახლოებითი სურათის შექმნაზე აღარ გამოდგეს, რადგან თამბაქოს იმპორტიორები კონტრაბანდული თამბაქოს შემოდინების გაზრდილ რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას. უაქციზო თამბაქოს შეძენა მომხმარებელს გაცილებით იაფი უჯდებათ, შესაბამისად, შესაძლოა, კომპანიებისთვის გაყიდვების რაოდენობის შემცირება თამბაქოს მოხმარების შემცირების პროპორციული არ იყოს.  

 

როგორც „ჯეი-თი-აის“კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია აცხადებს, უკანონოდ შემოდინებულ სიგარეტზე კონკურენციის გაწევა შეუძლებელია.

 

„მეორე პრობლემა არის უკანონოდ უაქციზო თამბაქოს შემოდინება, რისი მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში ძალიან არის გაზრდილი. ამას ადასტურებს საზღვარზე დაკავებულთა სტატისტიკა და ბაზარზე არსებული სიტუაციაც. ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის წილი იზრდება, რაც კონკურენციისთვის ძალიან ცუდია. ჩვენ ოფიციალურად შემოვაქვს და ყველა გადასახადს ვიხდით, ისინი კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე ახდენენ რეალიზაციას“,-განაცხადა ხასიამ.

 

 

ავტორი: ნათია სოსიაშვილი



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები