ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმებულ პირთა 45% უცხოელია

access_time2017-10-12 18:30:58

გარემოს დაბინძურებისთვის ფულადი ჯარიმების ამოქმედებიდან თითქმის ექვსი თვის გასვლის შემდგომ თბილსერვის ჯგუფის ინსპექციამ 2 730 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, აქედან 73 იურიდიული პირი,  2 657 ფიზიკური , ხოლო 1 237 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

როგორც „კომერსანტს“ თბილსერვის ჯგუფში განუცხადეს, 20 აპრილიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გამოწერილი ჯარიმების საერთო თანხამ - 271 130 ლარი შეადგინა.

 

როგორც ცნობილია,  დედაქალაქში „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად 2 კვირის განმავლობაში ინსპექტორები მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.

 


შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ - სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით - პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.

 

თბილსერვის ჯგუფი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი.

 

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ჯარიმა 2 კილოგრამი ნაგვის დაყრაზე 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის დაყრის შემთხვევაში კი სანქცია 1000 ლარს აღწევს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები