ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მთავარ მომლაპარაკებელს შეხვდა

access_time2017-10-12 16:32:46

 საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარ მომლაპარაკებელ სარა კროფტთან. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ნაწილით. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს, საქართველოშიმთავარი მომლაპარაკებლის  ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია.   

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით მხარეთა შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.



“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...


მსგავსი სიახლეები