რუსული აგრესია, უსაფრთხოება და საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია - კონფერენცია ბათუმში

access_time2017-10-12 12:46:58

რუსული აგრესია, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა - ამ საკითხებზე მსჯელობენ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიხსნა. ბათუმში გუშინ ასევე დაიწყო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალიც, რომელსაც 15 ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. თავდაცვის უწყებების პირველი პირები კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გამყარების სტრატეგიაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. 

 

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, თავისიწვლილი შეიტანოს შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში

 

პრემიერმა საქართველოს ჯარში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და დღემდე გრძელდება რუსეთს მხრიდან აგრესია.


 

კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო სრულ შესაბამისობაშია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, - განაცხადა პრემიერმა.

 

რუსეთიდან მომავალი აგრესიის შესახებ კონფერენციაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გამოწვევების წინაშე დგას, რომელიც თავიდანვე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარეობდა.

 

პრეზიდენტმა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და პარტნიორებთან ერთად უნდა გადადგას რუსეთის აგრესიისა და პროვოკაციული პოლიტიკის წინააღმდეგ. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, შეიქმნას ერთიანი სტრატეგია, რომელიც და უპასუხებს და დაუპირისპირდება რუსეთის აგრესიულ, ანექსიურ და პროვოკაციულ პოლიტიკას რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში. 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები