„ქართულ დავოსად“ წოდებული ბაკურიანი ზამთრის სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით და ანტისანიტარიით ხვდება

access_time2017-10-12 15:30:34

ზამთრის სეზონს ბაკურიანი ძველი პრობლემებით ხვდება, კურორტზე ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიაც. კურორტზე გასართობი დაწესებულებების სიმცირეა. როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებენ, რეგიონი ვითარდება, თუმცა ამისთვის სწრაფი ტემპებია საჭირო.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას, Hotel Mgzavrebi Bakuriani-ს ქსელის გენერალური მენეჯერი ნიკო ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სასტუმროში ნომრები ახალი წლისთვის უკვე დაჯავშნილია, ხოლო ამჟამად სასტუმროს ნომრების 50%-ზეა ჯავშანი. რაც შეეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, ლორთქიფანიძის აზრით განსაკუთრებით მწვავედ ინფრასტრუქტურული პრობლემები დგას.

 

„ჩვენ სასტუმროში ნომრები ახალი წლისთვის 50%–ით არის დაჯავშნილი. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რეგიონი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას – მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ინტერნეტიზაციის პრობლემებია და გასართობი ადგილები თითქმის არ არის.  თუმცა ამჟამად ჩვენთან კოხტაგორის მთისკენ მიმავალი გზის დაგება ხდება. რა თქმა უნდა, ბაკურიანი ვითარდება, თუმცა გზასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც არსებობს. ხშირია ქვეითთა გადასასვლელების არ არსებობა.

 

რაც შეეხება გასართობ ადგილებს ბაკურიანში ამის პრობლემა ნამდვილად დგას, თუმცა სასტუმრო ცდილობს, რომ ეს სერვისი დამსვენებლებს თავად შესთავაზოს“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

 

რეგიონში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე და გასართობი ადგილების ნაკლებობაზე საუბრობს სასტუმრო Snow Plaza-ს მენეჯერი ნანა ომანიძეც. გარდა ამ პრობლემებისა მენეჯერი ბაკურიანში არსებულ ანტისანიტარიასაც უსვამს ხაზს.

 

„ამ ეტაპზე ჯავშნების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, გზების მოწესრიგება პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. ასევე ანტისანიტარიასთან დაკავშირებული პრობლერმებია. ტურისტისთვის მტვრიან გარემოში დასვენება გაუსაძლისია, რაც სასტუმროზეც აისახება. რეგიონში ასევე გაზიფიკაციის და ელექტროენერგიის პრობლემა დგას.  ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ახალი არაფერი მომისმენია.

 

ასევე მეტი გასართობი ადგილი უნდა არსებობდეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და ამას მხოლოდ სეზონური სახე არ ექნება“, - განმარტა ომანიძემ.

 

ბაკურიანში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, Hotel Crystal-ის დამფუძნებელი ქეთევან ხარაძეც. ხარაძეს მიაჩნია, რომ ბაკურიანს ამ ეტაპზე კურორტის სახე არ აქვს. 

 

„ინფრასტრუქტურის პრობლემა როგორც სხვა სასტუმროებს რა თქმა უნდა, ჩვენც გვაწუხებს. ასევე ბაკურიანში არ არის გასართობი ადგილები. აღნიშნული პრობლემების გამოსწორებასთან დაკავშირებით რაღაც კეთდება, თუმცა სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცით. პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა დაბის განვითარება და სასურველია, რომ ამ მიმართულებით სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას. ბაკურიანი უნდა დაემსგავსოს ნამვილ კურორტს და არ უნდა ჰგავდეს სოფელს.

 

რაც შეეხება ჯავშნებს, ძირითადად მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ვიღებთ“, - აღნიშნა ქეთევან ხარაძემ. 

 

„კომერსანტთან“  საუბრისას, ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა მანკიევი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში ძირითად პრობლემას სველი წერტილების არარსებობა წარმოადგენს.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები