საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა

access_time2017-10-12 13:03:57

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სპეციალურ სესიაში თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით თემაზე სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია და მის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ.

 

აღნიშნული სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

 

აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

 

თავის გამოსვლაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. კერძოდ, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.


 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საუბარია არა მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდასა და სხვა ფისკალურ მეთოდებზე, რომელმაც ქვეყანაში  თამბაქოს მოხმარების შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის შეზღუდვა, აღნიშნული პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ ადგილების შეზღუდვა, სადაც მოწევაა შესაძლებელი და სხვ. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით და მის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

 

საქართველოს მაგალითის შესახებ ინფორმაციას სესიის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.

                               

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები