ბორდოში, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა პროექტის „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში ანგარიში წარმოადგინეს

access_time2017-10-12 11:29:47

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“  ფარგლებში ჩატარებული  შედეგების ანგარიში წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

როგორც „კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილე მეცნიერებს.

 

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოგვეჩინა ეთნოგრაფიის, პალეობოტანიკის, მოლეკულური გენეტიკის, არქეოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და კიდევ არაერთი მიმართულებებით გაწეული კვლევების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ. სწორედ ამ შედეგებისა და მიმდინარე კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი აქტუალობას არ კარგავს და ის მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

 

როგორც ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ კეზელმა სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს შედეგები  კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის აკვანი.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ სპეციალური მოხსენებით მეცნიერთა ჯგუფის წინაშე პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern) წარსდგა. როგორც ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, არსებობს გარკვეული წესები და შეთანხმებები. ფართო საზოგადოება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევის საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას უახლოეს ხანში მიიღებს.

 

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და მოსაზრებები შეაჯერეს.

 

მეცნიერთა ჯგუფის შეკრება ქალაქ ბორდოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში გაიმართა. პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, აშშ-დან.



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები