„ინვესტორს სწორი კონკურენციის პირობები სჭირდება“, - უნდა ჰქონდეს თუ არა ქვეყანას ანტიდემპინგური კანონი?

access_time2017-10-12 09:00:29

სჭირდება თუ არა ქვეყანას ანტიდემპინგური კანონი, ამის შესახებ რამდენიმე დღეა აქტიურად მსჯელობენ. შესაბამისი კანონპროექტი  კომიტეტში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შევიდა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს.

 

კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორ კომპანიებს ეკრძალებათ, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესება, რაც ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საშიშროებას ქმნის.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება განპირობებულია იმ მოცემულობით, რომ კანონის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მისივე თქმით, ჯერ უნდა მოხდეს კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება და ამის შემდეგ გადაწყდეს დაიწეროს თუ არა კანონპროექტი.

 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით კი, ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო არ არის.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას რომან კაკულია განმარტავს, რომ გიორგი გახარიას კომენტარი სავარაუდოდ, იმ ტრადიციულმა გაუგებრობამ გამოიწვია, რომელიც როგორც წესი ხშირად არსებობს. მისი განცხადებით, სხვადასხვა რამ არის პარლამენტში საკითხის განხილვა და პარლამენტის შენობაში რაიმე საკითხის ირგვლივ მუშაობა. კაკულიას განცხადებით, ეს ერთმანეთისგან განსხვავებული ორი მოცემულობაა.

 

როგორც მწარმოებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან სილაგავა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აღნიშნავს, ადგილობრივი წარმოებისთვის დამცავი მექანიზმი უნდა არსებობდეს.

 

„ეს არ არის ფასების კონტროლის მექანიზმი. ეს არის სწორი კონკურენციის პირობების შესაქმნელი მექანიზმი. დიდი ხანია ამ თემაზე ვმსჯელობთ და საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელი მექანიზმი იქნება სწორი. ანტიდემპინგურს დავარქმევთ თუ რას, უბრალოდ უნდა იყოს დამცავი მექანიზმი, რომელიც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ხარისხობრივი წარმოების პირობებში სწორ და კონკურენტულ პირობებს შექმნის. კონკურენციის სააგენტო ძირითადად  ქვეყნის შიდა კონკურენციის პირობების შესახებ მუშაობს. ამიტომაც ცალკე რეგულირება, რომელიც ქვეყნის გარედან შემოტანილ პროდუქციაზეც გავრცელდება, საჭიროა“, - განმარტავს სილაგავა.  

 

მისივე თქმით, ქართული ადგილობრივი წარმოება ხშირ შემთხვევაში კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პროდუქციას იმის გამო, რომ ფასები მას უფრო დაბალი აქვს.

 

„თურქეთში ნაწარმოები კვერცხი საქართველოში უფრო დაბალ ფასად იყიდება, რადგან აღნიშნული ქვეყანა სუბსიდირებას აკეთებს ამ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებაზე, რომ მისი პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს. ეს არათანაბარ პირობებში აყენებს ქართულ წარმოებას, რომელიც იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ხარისხობრივ მაჩვენებელზე. დაბალხარისხიანი სუბსიდირებული პროდუქცია, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას ამუხრუჭებს. შესაბამისად, მოსახლეობაც შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციაზე ორიენტირებას იწყებს“, - აღნიშნავს ლევან სილაგავა.

 

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული კანონი შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის მეტ-ნაკლებად შემზღუდავ ღონისძიებად აღიქმებოდეს, სილაგავას თქმით, „პირიქით, ინვესტორებს სწორი კონკურენციის პირობები სჭირდებათ“.

 

განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნესასოციაციის იურიდიულ ანალიტიკოსს ნიკა ნანუაშვილს და მიიჩნევს, რომ სანამ ანტიდემპინგური კანონის მიღება მოხდება, ბაზარზე სიტუაცია უნდა იყოს შესწავლილი.

 

„ჯერ შესასწავლია ქვეყანაში რეალურად დემპინგი გვაქვს თუ არა  და შემდეგ უნდა ვისაუბროთ იმაზე, გვჭირდება თუ არა ანტიდემპინგური კანონი. მე მსგავსი ფაქტების შესახებ არ მსმენია. გარდა ამისა, ამ კანონმდებლობის აღსრულება საკმაოდ რთული იქნება და თუ სწორად არ აღვასრულეთ, ამით ადგილობრივ წარმოებას ძალიან დავაზარალებთ. თუ ჩვენ ამა თუ იმ საქონლის თვითღირებულებას დავუდგენთ იმ ქვეყანას, საიდანაც ეს საქონელი შემოდის, ეს ადვილი არ იქნება. საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებს შევუქმნით“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

 

რაც შეეხება უცხოელი ინვესტორების საკითხს, ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ინვესტორებისთვის ბაზარზე შემოსვლა საფრთხილო იქნება: „ბოლოს მომხმარებელი დაზარალდება. თუ ჩვენ ფასების კონტროლს დავიწყებთ, ბევრად უხარისხო პროდუქციას ძვირად ვიყიდით, ამას მივიღებთ.“

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა 2015 წელს დაასრულა. დაანონსებული იყო, რომ მისი ამოქმედება ამავე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე მისი მიღება არ მომხდარა.

 

 

კომერსანტი



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები