ავარიული სახლების უცნობი სტატისტიკა – „თბილისში ავარიული სახლების ზუსტი რაოდენობა დღემდე დათვლილი არ არის“

access_time2017-10-12 09:40:15

დედაქალაქში ავარიული სახლების რეაბილიტაციის შესახებ დაპირებას თბილისის მერობის ყველა კანდიდატი გასცემს. ამ დროს კი ოფიციალური მონაცემი, თუ რამდენი სახლია თბილისში ავარიული და ნგრევის პირას მისული, დედაქალაქის მერიაში არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე იმ შენობების რაოდენობა, რომლებიც ინგრევა და აღდგენას საჭიროებს.

 

თბილისში ავარიული შენობები არა მარტო ძველ უბნებში, არამედ გარეუბნებშიც არის, თუმცა რამდენი, უცნობია. „კომერსანტს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, რომ ავარიული სახლების ზუსტი მონაცემი არ აქვთ. „ახლა არ გვაქვს ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი სახლია ავარიული დედაქალაქში“, – განუცხადეს „კომერსანტს“ თბილისის მერიაში.

 

არადა, თბილისის მერიას ეს ინფორმაცია როგორც წესი, უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ აქ საქმე ეხება არა მხოლოდ ავარიული სახლების, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს.

 

„კომერსანტისთვის“ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიული შენობების შესახებ არსებული მონაცემი გახდა ცნობილი. თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, თბილისში 1800-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აქედან დაახლოებით 300 რეაბილიტირებული, ხოლო 1500 სარეაბილიტაციო. ასევე ისტორიულ ქალაქში არის სხვა ღირებული შენობები, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ გააჩნიათ და არის ავარიული, ასეთი შენობების რაოდენობა 5000– მდეა.

 

„თბილისში ავარიული სახლების უმრავლესობა ნგრევის პირასაა მისული“,– აცხადებს საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე. დეპუტატის აზრით, ყველაზე მეტად დაზიანებული სახლები, რომელიც გამაგრება-აღდგენას არ ექვემდებარება თბილისის ძველ უბნებშია. მაჩაიძე აღნიშნავს, რომ „თბილისის მასშტაბით ავარიული სახლების ზუსტი რაოდენობა დღემდე დათვლილი არ არის“.

 

„ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში ძველი თბილისია, სახლები ნგრევის პირასაა მისული. მაგალითად, ამ კუთხით ძალიან პრობლემურია: მთაწმინდა, ვერა და ავლაბარი. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს. სამწუხაროდ, მსგავსი სახლების შესახებ ზუსტ რიცხობრივ მონაცემს ვერავინ გვეტყვის, რადგან მისი დათვლა არ ხდება და ეს მერიის პრეროგატივაა. საკითხი ძალიან რთულია და მასზე ბევრი მუშაობაა საჭირო“, - განმარტა მაჩაიძემ.  

 

აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძეც და აღნიშნავს, რომ ავარიული შენობების უმრავლესობა წლებია ხელშეუხებელია და მას სასწრაფოდ რესტავრაცია სჭირდება.

 

„ავარიული შენობების უმრავლესობას უკვე რამდენიმე წელია რესტავრაცია სჭირდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავარიულ სახლებს წლების განმავლობაში გაუმართავი ინფრასტრუქტურული პრობლემები ემატება.

 

ძირითადად, ავარიული სახლები ძველ თბილისშია. გამოვყოფდი სოლოლაკსა და კლდისუბანს, თუმცა ბოლო პერიოდში იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ქვეყანას ყველაფრის ერთბაშად აღდგენის რესურსი არ აქვს“, - აღნიშნა ვარდოსანიძემ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 



“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...


მსგავსი სიახლეები