„ქართულ ბაზარს სათანადო დაცვა და შესაბამისი კანონების შემოღება სჭირდება“ - მწარმოებლები ანტიდემპინგურ კანონდებლობაზე

access_time2017-10-13 09:00:35

ქართველი მწარმოებლები ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არსებობას მნიშვნელოვნად თვლიან. მათი განცხადებით, თუ იმპორტისგან ქართული პროდუქციის დაცვა არ მოხდა, ეს ადგილობრივ ბიზნესს სერიოზულად დააზარალებს.

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო არ არის.  „ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში კონკრეტულად რომ განიხილებოდეს, არ მსმენია. ამ კანონმდებლობაზე საუბარი ოთხი წელია მიდის. ეს გულისხმობს ფასების კონტროლს, რაც ჩვენს მსგავს, პატარა და ღია ეკონომიკაში, რომ გითხრათ, მთლად სასარგებლო იყოს, ალბათ, არა“, - განაცხადა გახარიამ.

 

კვერცხის მწარმოებელი კომპანიაპატარძეულის“ დირექტორი ოთარ მუჩიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყანაში ანტიდეპინგური კანონმდებლობის მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. კერძოდ, როგორც მუჩიაშვილი აცხადებს, დღეს ბაზარი გაჯერებულია უკრაინიდან იმპორტირებული, იაფფასიანი კვერცხით, ეს კი ქართულ წარმოებას კლავს.

 

მისი განცხადებით, იმპორტირებული კვერცხი ბაზარზე 3-5 თეთრად შემოდის, ადგილობრივის თვითღირებულება კი 22-24 თეთრის ფარგლებშია.

 

მუჩიაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში დაცული  იქნას ადგილობრივი წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული წარმოება თანდათან  დაიხურება.


 

პოლიეთილენის მილების მწარმოებელი კომპანიაპოლიმერი 1“-ის დამფუძნებელი ამირან ადეიშვილიკომერსანტთან განმარტავს, რომ ქართული ბაზარი იმპორტირებული პროდუქციისგან დაცული უნდა იყოს. მისი განცხადებით, საქართველოში ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია იწარმოება, რაც ბევრად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებისგან შემოტანილი ფალსიფიცირებული პროდუქციისგან.

 

ადეიშვილის განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც პროდუქციის ხარისხს შეამოწმებს. „ამიტომ, ყველა ტენდერს დაბალი ფასებით იგებენ. ამ შემთხვევაში, ხარისხს არავინ არ კითხულობს. ადგილობრივ ბაზარს კვალიფიცირებული დაცვა სჭირდება. ქართული წარმოება ისეც ვერ დგას ფეხზე და საერთოდ  წაიქცევა.“ - აცხადებს ადეიშვილი.

 

მისი განცხადებით, მთავრობის წევრებთან გამართულ თითქმის ყველა შეხვედრაზე სვამს ამ საკითხს და დებს ფაქტებს - თუ რა გვაქვს ჩვენ, რა შემოდის და როგორი ხარისხის. ადეიშვილი განმარტავს, რომ დღემდე სათანადო ყურადღება ამ საკითხს არ ექცევა.  

 

„მე პირადად ვამზადებ მილებს, რომელიც გამოიყენება სასმელი წყლისთვის, გაზისთვის. მასალა, რომლითაც მე ვამზადებ პროდუქციას, შემომაქვს. ეს მასალა  1 ტონა დაახლოებით 1600-1700 დოლარამდე ღირებულებისაა. იმპორტიროებს კი 1 ტონა მზა პროდუქცია 1 200 დოლარად შემოაქვთ. დაფიქრებაც არ უნდა, თუ რა მასალისგან მზადდება ეს პროდუქცია. თუ ჩვენ ჩვენი ადგილი ვერ დავიმკვიდრეთ, არ შეიზღუდა იმპორტირებული პროდუქცია, დაბალი ფასის გამო მოხდება მათი გაყიდვების ზრდა, ქართული წარმოება კი თავისთავად დაიხურება“ - აცხადებს ადეიშვილი.

 

მისი თქმით, ქართულ ბაზარს სათანადო დაცვა და შესაბამისი კანონების შემოღება სჭირდება.  

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა 2015 წელს დაასრულა. დაანონსებული იყო, რომ მისი ამოქმედება ამავე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე მისი მიღება არ მომხდარა. 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 



ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები