Huffingtonpost: საქართველო – ახალი მარგალიტი მოგზაურებისთვის

access_time2017-10-11 19:00:00

ამერიკული გამოცემა Huffingtonpost მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გავლენიანი ონლაინგაზეთის ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი ჩვენს ქვეყანას მარგალიტს ადარებს და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს სტატიაში აზიარებს: „ ხანდახან ფიქრობ, რომ ყველა ადგილი გამოკვლეულია და ახალი სამოგზაურო მიმართულება აღარ არსებობს. თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქში ერთიდაიგივეს ვუყურებთ. რატომ უნდა წახვიდე იტალიაში, როდესაც იტალიურ კერძებს სახლშიც დააგემოვნებ? თუმცა არსებობს, ისეთი ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ჩურჩხელა და ხაჭაპური, თუ თქვენ ეს სიტყვები პირველად გესმით მაშინ არაფერი იცით საქართველოს შესახებ. არა, ეს ატმების შტატი ჯორჯია არ გეგონოთ, ეს კავკასიის სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ ქვეყანაში უგემრიელესი კერძები მზადდება. ხაჭაპური ქართული პიცაა, ჩურჩხელაზე კი მთელი ქვეყანა გიჟდება. ასეულობით ვაზის ადგილობრივი ჯიშისგან საქართველოში უგემრიელესი ღვინო მზადდება, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მიირთმევენ. საქართველოს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ესაზღვრება. მდებარეობიდან გამომდინარე ეს ქვეყანა მულტიკულტურულ ცენტრად იქცა, რაც სამზარეულოზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზეც აისახა.“

 


სტეფან რაბიმოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინოს უთმობს: „მისტიკის და მიმზიდველობის უკან 8 ათასწლოვანი ტრადიციული ღვინის წარმოება დგას. ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ღვინის დამზადების ამ უძველესი მეთოდით ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა.“ 

 


სტატიის ავტორი სხვადასხვა მარნების და ღვინის ბიზნესში დასაქმებულების შესახებ საუბრობს. კულინარიისა და ღვინის შემდეგ სტეფან რაბიმოვი საქართველოს ბუნებას აღწერს: „მკაცრი მთები, მდინარეები, ხეობები და მდელოები იდეალური ადგილია მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის. საქართველო მრავალფეროვანი ბუნებით ამაყობს. ამ ქვეყნის ქალაქები ძველი და თანამდროვე ლამაზი შენობებით გამოირჩევა. კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახლების გვერდით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდებით, როგორიც არის მეტალით და მინით მოწყობილი შენობები. საქართველოს დედაქალაქი ქვებით მოკირწყლული, ლამაზი, ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა, რომელიც მთებს მიუყვება. თბილისში საერთაშორისო არქიტექტორების დიზაინით აშენებული თანამედროვე სახლებია. თბილისის არქიტექტურა სპარსული და რუსული არქიტექტურის გავლენას განიცდის. ყველაზე მეტად შესამჩნევია დიდი, მოჩუქურთმებული ხის აივნები, ასევე გოგირდის აბანოები, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. სტატიის ბოლოს სტეფან რაბიმოვი საქართველოს დედაქალაქის თანამედროვე ცხოვრებას, თბილისის მოდის კვირეულს და კლუბურ გართობას აღწერს.

 


„თუ გსურს მომავალში თავი დააღწიო გადაჭედილ ქუჩებს დაივიწყე რუკა, აიღე მენიუ ან ბოთლი, ამის შემდეგ თუ ვერ წარმოთქვამ ვერაფერს ეს ნიშნავს, რომ შენ სამოგზაურო მარგალიტი აღმოაჩინე და ძლიერი ჭაჭის ჭიქით კი ადღეგრძელე სიცოცხლე, გაუმარჯოს!“- წერს Huffingtonpost-ის ჟურნალისტი.

 

 

 

 



„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...

„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

person access_time2017-12-15 13:40:32
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინი მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს.  16 - 24 დეკემბრის ჩათვლით ბილაინის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ 15 ლარად გაიააქტიუროს ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი. მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც ბილაინის მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “ ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით....

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

person access_time2017-12-15 13:50:59
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები: „მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება;...

კომერციული ბანკების მიმართ საჩივრები გაიზარდა

person access_time2017-12-15 11:40:13
„საჭიროა, მომხმარებელმა მანამ მიმართოს მარეგულირებელს, სანამ კრედიტს აიღებს, მერე უკვე ძნელდება მისი დაცვა“ საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულ მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება და ბანკებისა თუ მიკროსაფინანსოების მიერ თავიანთ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებია. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს,...


მსგავსი სიახლეები