ბათუმი-გოდერძის მიმართულებით დაანონსებული ფრენები შესაძლოა, წელს აღარ განხორციელდეს

access_time2017-10-11 16:30:03

კურორტ გოდერძისა და ბათუმს შორის დაანონსებული რეგულარული ფრენები შესაძლოა, აღარ დაინიშნოს. როგორც Goderdzi Resort-ის დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემკომერსანტსგანუცხადა, ეს მხოლოდ დეტალების შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

  

გოდერძი ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო ვერტმფრენის დანიშვნის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. როგორც მაშინ ზურაბ ჭურკვეიძე აღნიშნავდა, ვერტმფრენს შესაძლოა, სამაშველო დანიშნულებაც ჰქონოდა. რეისები კი დეკემბრიდან უნდა დანიშნულიყო.

 

თუმცა, დღეს ჭურკვეიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით იმის თქმა,  ვერტმფრენი წლევანდელ ზამთრის სეზონზე იფრენს თუ არა, შეუძლებელია.

 

როგორც Goderdzi Resort-ის დირექტორი განმარტავს, ვერტმფრენის დანიშვნის შესახებ საბოლოო ინფორმაცია მაქსიმუმ ერთ თვეში გახდება ცნობილი.

 

„ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპს გავდივართ. როგორც იცით, ჩვენმა კომპანიამ ფრენებზე სუბსიდირება უნდა მოახდინოს. ჩვენ რომ დავიქირაოთ ვერტმფრენი, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება თუ არა, ან მასზე მოთხოვნა იქნება თუ არა, ჯერ ეს უნდა შევისწავლოთ. მგზავრები რომ არ გვყავდეს, ფრენას რა აზრი ექნება. ეს კომპანიისთვის წამგებიანი იქნება. სანამ ამ დეტალებს ვერ გავარკვევთ, ფრენები ვერ განხორციელდება. მაქსიმუმ ერთ თვეში გვეცოდინება, ბათუმი-გოდერძის მიმართულებიოთ ზამთრის სეზონზე ვერტმფრენი იფრენს თუ არა“, - აღნიშნა ჭურკვეიძემ.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდა და აღნიშნული მიმართულებით ვერტმფრენი იფრენს, სავარაუდოდ, რეისები კვირაში  სამჯერ შესრულდება: „სავარაუდოდ, მინიმუმ კვირაში სამი დღე იფრენს, თუმცა დეტალების წინასწარ თქმა, მათ შორის მგზავრობის ღირებულების, ჯერ არ შეგვიძლია. ახლა მთავარია, რომ შესაძლებლობები  განვსაზღვროთ და ის, თუ რამდენად  არის საჭირო რეგულარული რეისის შესრულება“.

 

ამასთან, ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენი ვერ დაინიშნა, ალტერნატიული ვარიანტიც განიხილება: „ამ ეტაპზე ალტერნატიულ ვარიანტებზე დაზუსტებით საუბარი არ შეგვიძლია, თუმცა გვაქვს სხვადასხვა ტიპის შემოთავაზება, რომელიც ამას ჩაანაცვლებს. კორორტზე შეიძლება იყოს კერძო ვერტმფრენი, რომელიც მსგავსი ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს.“

 

მისივე თქმით, კერძო ვერტმფრენის ყოლა კურორტისთვის უმჯობესი იქნება, რადგან ადგილზე უცხოელ ტურისტებს მოემსახურება.

 

ტურისტებს ყველაზე მეტადჰელისკიაინტერესებთ.  ეს არის ექსტრემალური დაშვება, რომელიც გაუკვალავ თოვლში ზღვის დონიდან 4000 მეტრზე ხორციელდება. შესაბამისად, ტურისტი რომ დაეშვას, ის მთაზე ვერტმფრენით უნდა დაჯდეს და შემდეგ ისრიალოს.  უმჯობესი იქნება, რომ კურორტს კერძო საკუთრებაში მყოფი ვერტმფრენი ჰყავდეს, რომელიც ტურისტებს მოემსახურება, თუნდაც „ჰელისკისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭურკვეიძემ.

 

რაც შეეხება ვერტმფრენის სამაშველო დანიშნულებას, Goderdzi Resort-ის დირექტორის თქმით, ყველა ვერტმფრენს, რომელიც გოდერძიზე ფრენებს განახორციელებს, სამაშველო დანიშნულებაც ექნება. ამ ეტაპზე ადგილზე 112-ის ცენტრი არ არის, თუმცა გადაუდებელი შემთხვევის დროს, სამაშველო სამსახურის ცენტრალური ფილიალიდან გამოძახება ხდება. ამასთან, ჭურკვეიძის ინფორმაციით, კურორტზე 112-ის შენობის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია. ტერიტორია უკვე შერჩეულია და სამომავლოდ  112-ის შენობის მოწყობა იგეგმება.

 

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები